უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 თებერვალი, 2017 17:20
font-size

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტში კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს შეხვდა

ევროპარლამენტში კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის ლიბერალიზაციას მხარს უჭერს. მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, დღეს გამართულ შეხვედრაზე ევროპარლამენტში კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ, საიედ კამალმა დაუდასტურა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ევროპარლამენტში კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში მხარდაჭერისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების პოლიტიკური ჯგუფის ლიდერთან, საიედ კამალთან. რასაკვირველია, პირველ რიგში, ჯგუფის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ჯგუფი უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში და ეს არის ჯგუფის პოზიცია. საიედ კამალი დაინტერესდა საქართველოში, ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით. საუბრის თემა იყო, ასევე, ორმხრივი ურთიერთობების განვითარება სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოსთან. ჯგუფის ლიდერმა განაცხადა, რომ ის მზად არის, საქართველოს მხარი დაუჭიროს დემოკრატიული განვითარების და განმტკიცების პროცესში და ასევე, დაეხმაროს ქართულ მხარეს გაერთიანებულ სამეფოში ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაშიც“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ.

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა

შანტაჟის ენა ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული, ვიმედოვნებ ეს ძალიან მალე დასრულდება - ირაკლი კირცხალია

21 ოქტომბერი, 2025 , 12:05

ჩავარდა კიდევ ერთი შანტაჟის მცდელობა ე.წ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საუბრისას განაცხადა. „