უკან

პოლიტიკა

10 იანვარი, 2017 16:35
font-size

ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი, რუვენ რივლინი მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

პარლამენტის თავმჯდომარემ 8 იანვარს, იერუსალიმში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარება გამოთქვა და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს ადამიანთა დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. რუვენ რივლინმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს. განიხილეს საქართველოსა და ისრაელში არსებულ ვითარება, ისაუბრეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზეც. რუვენ რივლინის განცხადებით, ისრაელის სახელმწიფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების აქტიური მუშაობა.

მხარეებმა ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზეც იმსჯელეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ისრაელის პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის, ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ისრაელის სახელმწიფოსთან ურთიერთობების გაღრმავება. ორი კვირის წინ დაახლოებით ასევე შედგა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, სადაც მონაწილეობდნენ პარლამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლები, რამდენიმე ვიცესპიკერი იყო ჩამოსული საქართველოში და ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები დავგეგმეთ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების. ამ მიმართულებას ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, რუვენ რივლინის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოსთან მომავალი თანამშრომლობის შესახებ მნიშვნელოვანი სიგნალი იყო.

„ეს იყო ძალიან მაღალი დონის ვიზიტი და სიგნალი ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან მომავალი თანამშრომლობის შესახებ. ჩვენ ისრაელთან გვაკავშირებს დიდი ხნის თანამშრომლობის და მეგობრობის ისტორია და ბუნებრივია, ჩვენი მომავალი თანამშრომლობა, ურთიერთობების გაღრმავება არაერთ სტრატეგიულ სფეროში, ეფუძნება სწორედ ამ სტრატეგიას და ამ გამოცდილებას. რაც შეეხება, სფეროებს, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, კარგად მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკური განვითარებისთვის და იმ გაცხადებული პრიორიტეტებისთვის, რაც აქვს საქართველოს მთავრობას დღეს, მნიშვნელოვანია სწორედ ისეთი სახელმწიფოს მხარდაჭერა, როგორიც არის ისრაელი - ეს არის ეკონომიკური ინიციატივები, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის და სოციალური სფეროები, ეს არის საქართველოს როლი საერთაშორისო თანამეგობრობაში და მისიებში, სადაც ჩვენ გვაქვს გადაკვეთის წერტილები და თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება ისრაელთან“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას არჩილ თალაკვაძემ.

ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან შეხვედრას, ირაკლი კობახიძესთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სერგი კაპანაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ესწრებოდნენ.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი