უკან
პოლიტიკა
16 იანვარი, 2021 14:45
ირაკლი კობახიძე პარტია `ქართული ოცნების` თავმჯდომარე გახდა
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე, ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ სრული თანხმობით აირჩიეს.
ირაკლი კობახიძე ამ დრომდე, პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას იკავებდა.
ყრილობაზე, რომელიც ექსპოჯორჯიაში მიმდინარეობდა, 400-მდე დელეგატი ესწრებოდა.