პოლიტიკა


ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე კონსტიტუცია გემრიელ ნამცხვარს შეადარა
ვენეციის კომისია ამბობს, რომ ჩვენ ძალიან გემრიელი ნამცხვარი მოვამზადეთ, მაგრამ მისი ჭამა არავის უნდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა დამტკიცდება.
„ვენეციის კომისია საუბრობდა კონსენსუსზე და წუხილს გამოთქვამდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ფართო კონსენსუსი არ იყო მიღწეული. ჩვენ ასევე ვწუხვართ ამის გამო. რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი იქნებოდა, სხვდასხვა პოლიტიკურ პარტიას შორის კონსენსუსი შემდგარიყო. როგორც იცით, ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც 2014 წლის შემდეგ ოპოზიციაში, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს.
ამგვარად, ვენეციის კომისია ამბობს, რომ ჩვენ ძალიან გემრიელი ნამცხვარი მოვამზადეთ, მაგრამ მისი ჭამა არავის უნდა. პასუხი მარტივია, ჩვენ ეს გემრიელი ნამცხვარი ოპოზიციური პარტიებისთვის და საქართველოს პრეზიდენტისთვის არ მოგვიმზადებია, არამედ ის მოვამზადეთ საქართველოს მოსახლეობისთვის.
საქართველოს მოსახლეობა კი ისარგებლებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სოციალური სახელმწიფოს პრინციპების ძლიერ გარანტიებს, უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის უფლებების დაცვით საქართველოში, ისარგებლებს საქართველოს უფრო ძლიერი პარლამენტით და ოპოზიციით, სასამართლოს დამოუკიდებლობით, რასაც ახალი კონსტიტუცია უზრუნველყოფს. ახალი კონსტიტუცია გააუმჯობესებს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სტანდარტებს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:

ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო - სალომე ზურაბიშვილი
2 მარტი, 2021 , 19:02

ავტორიტარიზმისკენ ვარდნა მაშფოთებს, პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია - ფრენსის ფუკუიამა
2 მარტი, 2021 , 17:43

როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ეკა ბესელია
2 მარტი, 2021 , 17:15
„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ - კახი კახიშვილი
2 მარტი, 2021 , 16:00
რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს - ხატია დეკანოიძე
2 მარტი, 2021 , 16:00

ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე - ბექა ოდიშარია
2 მარტი, 2021 , 16:00