პოლიტიკა


ირაკლი კობახიძის ენას ძვალი არ აქვს, შეიძლება ამ ადამიანმა ბევრ რამეზე ილაპარაკოს.. სისულელეებსა და აბსურდის ძახილს შეეშვით - გიორგი ვაშაძე
„ირაკლი კობახიძის ენას ძვალი არ აქვს. შეიძლება ამ ადამიანმა ბევრ რამეზე ილაპარაკოს“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ის გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს
„მესმის, რომ „ქართული ოცნება“ თავს უკვე ოპოზიციაში გრძნობს. ბატონებო, თქვენ ხართ ალბათ ოპოზიციაში და ამიტომ აკეთებთ ამ აბსურდულ განცხადებებს. ჩვენ ვიდეო- და აუდიომასალით ვსაუბრობთ ნებისმიერ ამ დარღვევაზე. ირაკლი კობახიძის ენას ძვალი არ აქვს, შეიძლება ამ ადამიანმა ბევრ რამეზე ილაპარაკოს. ჩვენ გვაქვს ფაქტები და ვიდეოები. სისულელეებსა და აბსურდის ძახილს შეეშვით“, - განაცხადა ვაშაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ „მაღალი აქტივობის ხარჯზე საკადრისი პასუხი გაეცემა იმ სიცრუეს, აგრესიასა და ძალადობას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოედინება“.
საკვანძო სიტყვები:

მთავრობის ადმინისტრაცია - საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა
13 აპრილი, 2021 , 15:40

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი
12 აპრილი, 2021 , 17:40

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე
12 აპრილი, 2021 , 17:15

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე
12 აპრილი, 2021 , 16:35
მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი
12 აპრილი, 2021 , 15:30

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი
12 აპრილი, 2021 , 15:30