უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
არქივი
პოლიტიკა
ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დამტკიცება სასამართლო ხელისუფლებაში „ქართული ოცნების` გავლენის ჩაბეტონება იქნება - ბექა ნაცვლიშვილი
ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დამტკიცება სასამართლო ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ გავლენის ჩაბეტონება იქნება, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შოთაძის მთავარი პროკურორობის დროს კონკრეტული საქმე დროებით საგამოძიებო კომისიაში გადავიდა, რაც პროკურატურის მიმართ ნდობის ნაკლებობაზე მიუთითებს.
„ირაკლი შოთაძე იყო ის მთავარი პროკურორი, რომლის დროსაც საქმე, რომელსაც პროკურატურა იძიებდა, გადმოვიდა საგამოძიებო კომისიაში. ეს მეტყველებს, რომ ამ პროკურატურის მიმართ ნდობა არ ყოფილა. „ქართული ოცნება“ აგრძელებს გავლენის ცემენტირებას სასამართლო ხელისუფლებაზე. იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერებას გამოიჩენენ და კრიტიკულ კითხვებს მაინც დაუსვამენ. თუ ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორი გახდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთხელ და სამუდამოდ „ქართული ოცნების” გავლენის ჩაბეტონება სასამართლო ხელისუფლებაზე“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.