უკან
უახლესი ამბები
არქივი
მსოფლიო
26 ნოემბერი, 2018 11:10
ირანი-ერაყის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად 361 ადამიანი დაშავდა
ირანი-ერაყის საზღვრის მახლობლად მომხდარი 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე, 361 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ იუწყება.
მიწისძვრამ სახლები დააზიანა სარპოლ-ე ზაჰაბსა და ქასრ-ე-შირინში. ადგილობრივი გამოცემა „IRNA news“-ის ინფორმაციით, შეშინებული მოსახლეობა გარეთ გამოცვივდა.
ბიძგები ერაყის დედაქალაქ ბაღდადშიც იგრძნობოდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეპიცენტრი დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეში, სარპოლ ზაჰაბიდან 20 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა.