პოლიტიკა
ირმა ინაშვილი საერთო დებატების შესახებ „ქართული ოცნების“ შეთავაზებას ემხრობა
„პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი დათანხმდა „ქართული ოცნების“ შეთავაზებას თბილისის მერობის კანდიდატების საერთო დებატების ორგანიზების შესახებ. ამის შესახებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.
ინაშვილმა აღნიშნა, რომ დებატები ყველა არხმა უნდა გააშუქოს პირდაპირ ეთერში.
„ვეხმაურები კახი კალაძის დღევანდელ განცხადებას,- საერთო დებატების ორგანიზების შესახებ. მზად ვარ, ერთიან ფორმატში (ყველა კანდიდატთან) მივიღო ამ საჯარო დებატებში მონაწილეობა. ასევე, მნიშვნელოვანია ინიციატივა, რომ დებატები ყველა არხმა ერთდროულად გააშუქოს, რათა გამოირიცხოს მედიისადმი შერჩევითი მიდგომა“, -დაწერა ინაშვილმა.
აღნიშნული ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კახა კალაძის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე წამოაყენა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს - ბერდია სიჭინავა
20 ნოემბერი, 2025 , 16:07
შეუპოვარი ბრძოლის გზაზე უკან არ დავიხევთ, ვერც გიორგი ვაშაძის და პაატა მანჯგალაძის მიმართ დაწყებულმა პოლიტიკურმა დევნამ გაგვტეხა - „სტრატეგია აღმაშენებელი“
20 ნოემბერი, 2025 , 15:26
მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და პრობლემები მოვაგვაროთ, მიღებულ კანონებს გავაუქმებთ, მაგრამ ვხედავთ, თავად არიან პრობლემების წყაროს შემქმნელები - ლევან მახაშვილი
20 ნოემბერი, 2025 , 13:06
დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 11:50
დიასპორასთან დაკავშირებით საარჩევნო რეგულაციებზე არგუმენტები არის ძალიან მყარი, არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 10:41
რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 09:22

