უკან

საზოგადოება

21 აგვისტო, 2017 18:22
font-size

ისნის ბაზრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს - დაგვეხმარეთ მიყენებული ზიანის დათვლაში

ისნის ბაზრობის ადმინისტრაციამ ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებთან შეხვედრის შემდეგ წერილობითი განცხადება გაავრცელა. შპს ტრანსსერვისის ინფორმაციით, ის უზრუნველყოფს ტერიტორიის გაწმენდასა და ჯიხურების აღდგენას გამოძიების დასრულებამდე.

„შპს ტრანსსერვისი გამოძიების დასრულებამდე ნებაყოფლობით, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს ტერიტორიის გაწმენდას და იმ ჯიხურების აღდგენას, რომლებიც განადგურდნენ 2017 წლის 19 ივლისს გაჩენილ ხანძრის შედეგად“, - წერია განცხადებაში.

ადმინისტრაცია მოუწოდებს დაზარალებულ მოვაჭრეებს, დროულად აღწერონ ქონება, რათა დაეხმარონ მიყენებული ზიანის დათვლაში.

„აღნიშნულთან დაკავშირებით მოგიწოდებთ, აქტიურად ჩაერთოთ პროცესში, დროულად აღწეროთ ქონება და შეაფასებინოთ მიყენებული ზიანი, მიიღოთ მონაწილეობა ქონების გადარჩევაში, ჯიხურებისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში, გადარჩენილი ქონების გატანასა და ჯიხურების აღდგენაში, რაც მოგცემთ საშუალებას, უმოკლეს ვადაში შეძლოთ საქმიანობის გაგრძელება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ხანძარი ისნის ბაზრობაზე 19 აგვსტოს გამთენიისას გაჩნდა. დაიწვა 38 ჯიხური. მოვაჭრეებს ტერიტორიაზე შესვლის, საკუთარი საქონლის დათვალიერებისა და აღწერის ნება დღეს მისცეს.

ისნის ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ანა მებურიშვილი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი