უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 მაისი, 2021 15:26
font-size

`ისრაელის სახლმა` კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის შემქმნელი ჩამოიყვანა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოწვევით, თბილისს კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის შემქმნელი, ისრაელელი პროფესორი არბერ ნადირი სტუმრობდა. მან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრები გამართა, მოინახულა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება.

პროფესორი არბერ ნადირი ისრაელის სამედიცინო გიგანტის, მსოფლიოში წამყვანი სორასკის (იხილოვის) კლინიკის პროფესორია. კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნის შემდეგ, კლინიკა კიდევ უფრო მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. სამედიცინო ცენტრმა თანამშრომლობის თაობაზე 10 ათასზე მეტი მიმართვა მიიღო.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ კლინიკის ხელმძღვანელობასა და დონორებთან მოლაპარაკების შედეგად მიაღწია შეთანხმებას, რომ საქმიანი ურთიერთობები დაიწყოს საქართველოსთანაც, როგორც რეგიონში ისრაელის მეგობარ ქვეყანასთან.

„იმ დროს, როდესაც ტერორისტების რაკეტები თელ ავივის ბენ -გურიონის აეროპორტისკენ იყო მიმართული, შევძელით მსოფლიოში აღიარებული კლინიკის დონორებისა და წამყვანი მეცნიერის საქართველოში ჩამოყვანა. ვიზიტი იყო ერთდღიანი, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი“, - ამბობს იციკ მოშე.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის შემქმნელი შეხვდა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობას, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ თენგიზ ცერცვაძეს. საუბარი შეეხო მომავალი თანამშრომლობის საკითხებს. არბერ ნადირი გაეცნო ვაქცინაციის პროცესს, დაათვალიერა სამედიცინო აპარატურა. მან ქართველ კოლეგებს უამბო ახალი პრეპარატის მესამე ფაზის ექსპერტიზაზე.

ისრაელელი პროფესორი და იხილოვის კლინიკის დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოშე კარასო მიიღო ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე. მხარეებმა კლინიკასთან საქართველოს თანამშრომლობაზე და პრეპარატის წარმოების შემდეგ ქართული მხარისთვის გარანტირებული რაოდენობის მიწოდებაზე ისაუბრეს. აგრეთვე, ითქვა, რომ შესაძლოა, საქართველოში პრეპარატის წარმოებაც მოისინჯოს.

იციკ მოშეს თქმით, სახელმწიფოთა შორის მეგობრობის განმტკიცება მხოლოდ საქმითაა შესაძლებელი. ამ ვიზიტის ორგანიზება სწორედ ამას ემსახურება და იმედია, კიდევ უფრო წინ წაიწევს თანამშრომლობა მსოფლიოში წამყვან სამედიცინო ცენტრთან.

ჯანდაცვის მინისტრმა გამოთქვა სურვილი, რომ იხილოვის ცენტრმა ითანამშრომლოს თბილისის რესპუბლიკურ და ინფექციურ საავადმყოფოებთან, რათა ქართულმა მხარემ მომავალში შეძლოს პრეპარატის მიღება ისრაელიდან.

`მოერიდეთ პოტენციურად საშიშ ადგილებს` - პოლონეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

13 მაისი, 2024 , 18:39

საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, პოლონეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ პოტენციურად საშიშ ადგილებს მოერიდონ. "საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე (რუსთაველის და მიმდებარე ქუჩები) და უცხოელთა დაკ

160-მდე შეტყობინებაა შემოსული, აქციაზე დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ნაცემია - ადვოკატი

13 მაისი, 2024 , 17:31

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტი, მარიამ პატარიძე აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ნაცემია. მისი თქმით, ადვოკატთა ქსელში დაახლოებით 160 შეტყობინებაა შე

საყოველთაო გაფიცვას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან

13 მაისი, 2024 , 14:00

საყოველთაო გაფიცვას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან. სტუდენტები აუდიტორიებიდან გამოდიან და ამბობენ, რომ საპროტესტო აქციებს მანამდე შეუერთდებიან, მანამ რუსულ კანონს ხელისუფლება არ ჩააგდებს. კავ

პროტესტი გრძელდება - რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია

13 მაისი, 2024 , 12:43

სტუდენტური მარში - რუსული კანონის გასაპროტესტებლად ახალგაზრდები დღეს, 19:00 საათზე, სტუდენტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და პარლამენტთან მსვლელობით გადაინაცვლებენ.  “დღეს, საქართველოში არსებული, ს

პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი - სახალხო დამცველი

13 მაისი, 2024 , 11:09

სახალხო დამცველი პარლამენტთან მიმდინარე აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ "სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი".  ომბუდსმენ

გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემსკენ... ჰაერში ვისროლე და დავემუქრე - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

10 მაისი, 2024 , 17:23

"გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემსკენ... ჰაერში ვისროლე და დავემუქრე", - წერს სოციალურ ქსელში "გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.  “მეორედ ჩამისაფრ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი