უკან

პოლიტიკა

27 ივლისი, 2017 12:20
font-size

ისრაელში გამართულ ვიზიტს აუცილებლად ექნება კონკრეტული შედეგები - გიორგი კვირიკაშვილი

ისრაელში გამართული ვიზიტი ნაყოფიერი იყო და აუცილებლად ექნება კონკრეტული შედეგები, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრმა ისრაელში ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი.

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში, შედგა შეხვედრები ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, ასევე პრეზდენტ რუვენ რივლინთან, ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინთან. პრემიერის შეფასებით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა იერუსალიმისა და პალესტინის პატრიარქთან თეოფილოს მესამესთან.

„ვფიქრობთ, რომ ამ ვიზიტს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება. საუბარი გვქონდა ისრაელთან ორმხრივი ურთიერთობის არაერთ მიმართულებაზე. ისრაელს გააჩნია მსგავსი გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით და ისრაელმა შეძლო ნამდვილად დროის მოკლე მონაკვეთში ძლიერი სახელმწიფო აეშენებინა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოცდილება, რომელიც არსებობს, აუცილებლად გამოსაყენებელია და ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, უსაფრთხოების, ინოვაციების განვითარების კუთხით. თითოეული ამ მიმართულებით დაიგეგმა კონკრეტული აქტივობები“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, შემოდგომაზე შედგება ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა საქართველოში და ასევე გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ საქართველოში მოიწვია.

„მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ მსოფლიოში ბატონი ნეთანიაჰუ გახლავთ ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი და მისი ჩამოსვლა ბიზნესდელეგაციასთან ერთად, ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული ორმხირვი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით. დაპატიჟება იქნა მიღებული და ჩვენ უნდა ველოდოთ ვიზიტს, რომელიც ვფიქრობთ, სრულიად ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე ვიზიტის დროს გაიმართა შეხვედრა ქართველ ებრაელებთან.

„გაიმართა ძალიან თბილი და ამავე დროს საქმიანი შეხვედრა. ვფიქრობთ, რომ ეს ადამიანები, რომლებსაც ჩვენს ქვეყანასთან ძალიან ბევრი რამ აკავშირებთ, არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით. მათ დიდი სურვილი აქვთ, რომ ჩაერთონ ინვესტიციების კუთხით, ასევე სხვადასხვა მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ ნაყოფიერი ვიზიტი იყო და აუცილებლად ექნება კონკრეტული შედეგები“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი