უკან
მსოფლიო
8 დეკემბერი, 2018 11:00
იტალიაში ღამის კლუბში ჭყლეტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 120 კი დაშავდა
იტალიაში, ანკონის მახლობლად მდებარე ღამის კლუბში მომხდარი ჭყლეტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 120 დაშავდა. 10 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
წინასწარი მონაცემებით, ჭყლეტა გამოიწვია წიწაკის სპრეის გამოყენებამ. თვითმხილველთა თქმით, მათ სუნი იგრძნეს და ავარიული გასასვლელისგან გაიმართნენ, რომელიც დაკეტილი აღმოჩნდა.
კლუბში პოპულარული იტალიელი რეპერის Sfera Ebbasta-ის კონცერტი იყო დაგეგმილი. ჭყლეტა კონცერტის დაწყებამდე მოხდა.