უკან
სამართალი
14 იანვარი, 2019 16:10
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მოსამართლეთა შერჩევის საკუთარ კრიტერიუმებზე მუშაობენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკუთარ კრიტერიუმებზე მუშაობენ.
როგორც საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ განმარტა, საკანონმდებლო ორგანოში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფორმატში, განხილვებზე საბჭოს მოსამართლე წევრები საკუთარ წინადადებებს წარადგენენ.
მიქაუტაძის თქმით, კრიტერიუმებზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს.
“მოსამართლეთა წევრები რა თქმა უნდა, ვმუშაობთ. ჩვენ გვექნება ჩვენი ინიციატივები და ჩვენი ხედვები. რომელიც წარმოდგენილი იქნება წინადადების სახით”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.