უახლესი ამბები
- 30.09.2025 15:09ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
- 30.09.2025 14:44სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- 30.09.2025 14:17არ ვარ დამნაშავე, მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი - გიორგი ბაჩიაშვილი
- 30.09.2025 14:04პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
- 30.09.2025 11:07მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
არქივი
პოლიტიკა


ივანიშვილი ამზადებს ძალიან დიდ დარტყმას საქართველოს საერთაშორისო პოზიციების წინააღმდეგ - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან გარიგებაში ადანაშაულებს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით, ხდება ზეწოლა მოწმეებზე, რათა მათ ჰააგაში საქართველოს საწინააღმდეგო ჩვენებები მისცენ.
მისი განცხადებით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიზანმიმართული ქმედება საქართველოს წინააღმდეგ, რადგან „ქართული ოცნების“ ლიდერი ამ გზით, რუსეთ საქართველოს ომში, საქართველოს დადანაშაულებას ცდილობს.
„ჩემი ინფორმაციით, რაც გვაქვს ჩვენი წყაროებიდან, ივანიშვილი ამზადებს ძალიან დიდ დარტყმას საქართველოს საერთაშორისო პოზიციების წინააღმდეგ. საქმე იმაშია, რომ რუსეთმა გაითამაშა, რომ აღარ თანამშრომლობს საერთაშორისო სასამართლოსთან ჰააგაში. გავიდა რომის სტატუტიდან, იძახის არ ვთანამშრომლობთ. ამავე დროს რუსებმა შემოუთვალეს ჰააგის სასამართლოს, თუ რამე გინდათ გაამტყუნეთ ქართველები და მაშინ დავბრუნდებით სასამართლოში. თვითონ ოფიციალურად არ თანამშრომლობს. სამაგიეროდ თავისი აგენტურით საქართველოში და ახლა იქ ჩასულია ჰააგის ჯგუფი, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, რომ ქართველი სამხედროები და საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა იყოს დადანაშაულებული ჰააგის სასამართლოს მიერ იმ პირობებში, როდესაც რუსეთზე ხელი არ მიუწვდებათ და რუსეთი ოფიციალურად არც არის ამ პროცესის ნაწილი.
ერთი სიტყვით იმდენად დაბრმავებულია სიძულვილით საკუთარი ქვეყნის, რომ მზად არის ივანიშვილი წავიდეს ნებისმიერ გაყალბებაზე, ამაში მონაწილეობს წულულკიანი და სუს-ის თანამშრომლები, რომლებიც ამუშავებენ მოწმეებს.
მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს არის აბსოლუტური ზუსტი ინფორმაცია და ხალხმა ამის შესახებ უნდა იცოდეს. ეს მზადდება ჩვენს თვალწინ, ჩვენს ზურგს უკან. ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან მძიმე შედეგი საქართველოსთვის და მე უბრალოდ ვალდებული ვარ ხალხმა იცოდეს სიმართლე.
ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანი მობილიზებულები, ფრთხილად, იმ გაგებით, რომ ჩვენ არაფერი დასამალი არ გვაქვს, საქართველო მსხვერპლია, საქართველო მართალია, მაგრამ საქართველოს ახლა მართავს პირდაპირ მეხუთე კოლონა, რუსეთის დასმული კაცი, რომელიც აკეთებს იმას, რა დავალებაც ჰქონდა მიღებული თავის დროზე პუტინისგან. მათ შორის საერთაშორისო მექანიზმების ამ მიმართულებით გამოყენების.
თუ ივანიშვილმა თავისი გაიტანა და ამ პირობებში როდესაც პრაქტიკულად ყველა ბერკეტი მის ხელშია, საქართველო აღმოჩნდება მთლიანად გამტყუნებული და ეს არის მისი გეგმაზომიერი გადაწყვეტილება. ამისთვის არის ეს კაცი საქართველოში.
ეს კაცი ალბათ მალე დასრულდება, მაგრამ სანამ ის დასრულდება, მან შეიძლება დაასრულოს საქართველო და ქართული სახელმწიფოებრიობა,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-თან საუბარში.
საკვანძო სიტყვები:

ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
30 სექტემბერი, 2025 , 15:09
დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ - დავით მათიკაშვილი
30 სექტემბერი, 2025 , 15:04
მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
30 სექტემბერი, 2025 , 11:07
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა
30 სექტემბერი, 2025 , 09:44
ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა, ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს - პეტრე ცისკარიშვილი
29 სექტემბერი, 2025 , 16:50

საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ - საფრანგეთის მინისტრი
29 სექტემბერი, 2025 , 16:34