უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 ივლისი, 2025 14:30
font-size

ივანიშვილის და მისი მოღალატეთა ბანდის ამოცანა რაც არის, კარგად დავინახეთ - საქართველო დაცლილი ქართველებისგან - გიორგი ბარამიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხი არ აღელვებს, რადგან მხოლოდ საკუთარ ფინანსურ კეთილდღეობაზე ფიქრობს.

პოლიტიკოსი "ოცნების" ხელისუფლებას „მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას“ უწოდებს და ამბობს, რომ ივანიშვილის საბოლოო მიზანი საქართველოს დაცლა და ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებაა.

“რა თქმა უნდა, მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის წარმომადგენლებისთვის არაფერს ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლა, რადგან ჯიბეებს თვითონ მშვენივრად ისქელებენ. მათ ფართოდ გაუღეს პაკისტანის და ბანგლადეში მოქალაქეებს ჩვენი ქვეყნის კარი და ვხედავთ რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში ძალიან კარგად და მეორეს მხრივ, ივანიშვილი, ქართული გვარის მქონე რუსი ოლიგარქი, რომელიც ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, უკეტავს ქართველ ხალხს ევროკავშირში შესასვლელ კარს, რომლის გაღებაზე ქართული საზოგადოება ძალიან ბევრ რამეს აკეთებდა მრავალი წლის განმავლობაში პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების დროს განსაკუთრებით იმისთვის, რომ ჩვენ მივახლოვდებოდით ევროკავშირს.

საქართველო არის ერთ-ერთი ძირძველო ევროპული ცივილიზაცია, ძირძველი ქრისტიანული ცივილიზაცია და სწორედ ამით გამოირჩეოდა ევროპა ყოველთვის, რომ ის არის ქრისტიანულ სახელმწიფოთა გაერთიანება. ახლა მსოფლიო წინ წავიდა და მარტო ქრისტიანობა არ არის მთავარი, ასევე დემოკრატია, ადამიანების უფლებების დაცვა არის საჭირო ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მაგრამ საქართველო არის ძირძველი ევროპული ქვეყანა. ბუნებრივია, როდესაც არის თავისუფალი მიმოსვლა, არის შესაძლებლობა ეკონომიკის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის, მაგრამ ივანიშვილის ბანდას პუტინის გეგმის მიხედვით არ აინტერესებს ეს ყველაფერი. ივანიშვილის და მისი მოღალატეთა ბანდის ამოცანა რაც არის, კარგად დავინახეთ - საქართველო დაცლილი ქართველებისგან. შაჰ აბასის დროს არ ყოფილა ისე დაცლილი საქართველო ქართველებისგან, როგორც ახლა იცლება ამ მოღალატე ივანიშვილის რეჟიმის დროს და, რა თქმა უნდა, მათთვის აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ვიზალიბერალიზაცია, რადგან ჯიბეებს ისქელებენ კრიმინალური ქმედებებით, საქართველოს რესურსების ძარცვით, ქოლცენტრებით, რუსეთის უკანა ეზოდ გადააქციეს საქართველოს და რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის საშუალებად. ეს არის როგორც წარმოუდგენია პუტინს საქართველო და ეს დავაკება აქვს ივანიშვილს და მათი ამოცანაა საქართველო მოწყვიტოს ნატოსა და ევროკავშირს, არ ჩამოვიდნენ ინვესტორები და არ განვითარდეს ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად. ჩვენ ვხედავთ მეზობელ სომხეთში, რომელიც საკმაოდ პრობლემებით არის დახუნძლული, Nvidia, რომელიც არის მსოფლიოში ნომერ პირველი კაპიტალიზაციის კომპანია, გადაწყვიტა 500 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელოს,”- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ევროკავშირმა 2025 წლის ივლისში საქართველო ოფიციალურად გააფრთხილა, რომ თუ ქვეყანა არ შეასრულებს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, შეიძლება ამოქმედდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერის მექანიზმი.

ამ ეტაპზე პროცესის საბოლოო შეფასება დაგეგმილია 2025 წლის ოქტომბერში, როცა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ფორმალურად შეიკრიბებიან და მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას.

წყარო

ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე

30 სექტემბერი, 2025 , 15:09

გამორთეთ ტელევიზორები, გამოდით რუსთაველზე! - ამ გზავნილით მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს, რომლის გზავნილი საპატიმროდან მისმ

დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ - დავით მათიკაშვილი

30 სექტემბერი, 2025 , 15:04

დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშ

მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა

30 სექტემბერი, 2025 , 11:07

მნიშვნელოვანია, რომ დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ, რათა საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიული და ევროატლანტიკური განვითარების გზა დაუბრუნდეთ, - ამის შესახებ

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა

30 სექტემბერი, 2025 , 09:44

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილი&nbs

ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა, ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს - პეტრე ცისკარიშვილი

29 სექტემბერი, 2025 , 16:50

მშვიდობიანი ცვლილებები ძალიან ბევრ ქვეყანაში მომხდარა, მათ შორის მოხდა ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში და საქართველოშიც! ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა! ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემ

საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ - საფრანგეთის მინისტრი

29 სექტემბერი, 2025 , 16:34

პირველ რიგში, გაფართოების პროცესი დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამიტომ, ის უნდა დაეყრდნოს ამ ქვეყნების მიერ გატარებულ რეფორმებს, - ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადიმ ვარშა