არქივი
პოლიტიკა
ივანიშვილის მმართველობა სრულდება და ვერაფერს ვერ იზამს - მიხეილ სააკაშვილი
„ივანიშვილის მმართველობა სრულდება და ვერაფერს ვერ იზამს“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმ პირობებში, როცა ბიძინა იავნიშვილი და მისი ბანდა ცდილობს ამ მოღალატე ქალის გაყვანას და ორგანიზებულად მოჰყავთ ხალხი, ჩვენც, ყველანი ორგანიზებულად, მშვიდად, კარგად წავიდეთ საარჩევნო უბნებთან, გადავურეკოთ ჩვენს ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, ყველას, მეზობლებს დაველაპარაკოთ და ყველა წავიყვანოთ არჩევნებზე.
დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ნაწილი ხალხის, ვინც ივანიშვილს მიჰყავს ორგანიზებულად არჩევნებზე, ხმას აძლევს ცვლილებას, გია ვაშაძეს, ხმას აძლევს საქართველოს გადარჩენას და ხმას აძლევს მოღალატე ქალის წინააღმდეგ. მაგალითად, მაქვს მონაცემები ერთი გადასატანი ყუთის აჭარაში, ბათუმში და 28 ბიულეტენიდან 3 არის მიცემული ივანიშვილზე და 25 მიცემულია ერთიანი ოპოზიციის კანდიდატისთვის. ეს ნიშანდობლივია. პირველ ტურზეც პირველი ნიშნები იმისა, რომ ოპოზიცია იმარჯვებდა, მოვიდა სწორედ გადასატანი ყუთებით“, - განაცხადა სააკაშვილმა.