უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

27 ნოემბერი, 2018 12:20
font-size

ივანიშვილიც ამბობს, რომ არ ყოფილა 4 მილიონის გამოძალვა ბანკიდან, მაგრამ მე მაქვს წერილობითი ფაქტები - ზაზა ოქუაშვილი

„ივანიშვილი ამბობს, რომ არ ყოფილა 4 მილიონის გამოძალვა ბანკიდან, მაგრამ მე მაქვს წერილობითი ფაქტები, სადაც გარკვევითაა აღნიშნული, რომ ეს პირობები არის მიმართული ფინანსთა სამინისტროსთან“, - ამის შესახებ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობდა, ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის ხელოვნური ბარიერები შეექმნა, რათა ისინი ბაზრიდან გამქრალიყვნენ. გადაცემაში საუბრისას ოქუაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ბიზნესექტორის დამორჩილებას ცდილობს, ხოლო ვინც დათმობებზე არ მიდის, ხელოვნურ პრობლემებს უქმნიან.

ბიზნესმენმა ასევე ისაუბრა „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერზე, რომელიც, არხის ცნობით, 26 ოქტომბრითაა დათარიღებული. ფარულ ჩანაწერში, ტელეკომპანიის ცნობით, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, შემოსავლების სამსახურის უფროსი/ ფინანასთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა და „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი გიორგი ქურდაძე კომპანიისთვის ვალების ჩამოწერის შესახებ საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, შეხვედრაზე ფინანსური შეთანხმება ირჩევა, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანიის ცნობით, „ომეგა ჯგუფს“ ათეულობით მილიონიანი ვალი უნდა ჩამოეწეროს.

„მინისტრი ბევრ რამეს ამბობს. ივანიშვილიც ამბობს, რომ არ ყოფილა 4 მილიონის გამოძალვა ბანკიდან, რომ ბანკს არ გაუცია ეს 4 მილიონი. ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ფაქტები, წერილობითი. მე მაქვს წერილობითი ფაქტები, სადაც ძალიან გარკვევითაა აღნიშნული, რომ აღწერილი პირობები არის მიმართული ფინანსთა სამინისტროსთან და ინგლისის ელჩთან და საგარეო საქმეთა სამინისტროში ასლი დევს “, - განაცხადა ოქუაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი