უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

1 ოქტომბერი, 2018 11:10
font-size

ივანიშვილმა ნახა სად იყო ,,ომეგა ჯგუფის” სუსტი წერტილები და ბოლომდე ამოქმედა დამპინგი ჩვენს წინააღმდეგ - ზაზა ოქუაშვილი

,,,ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა დეტალურად გაიხსენა, როდის და რა ვითარებაში შეხვდა ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს და როგორ სთხოვა მას დახმარება წინა ხელისუფლების დროს მიღებული 25 მილიონის ანაზღაურების საქმეში.

როგორც ზაზა ოქუაშვილმა ,,რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ამ საქმეში შუამავალი სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი იყო.

მისივე თქმით, ,,ომეგა ჯგუფის" დაზიანებისთვის მიზანმიმართულად გამოიყენეს დემპინგის პრობლემება, რომელიც როგორც ოქუაშვილი ამბობს, განსაკუთრებით მწვავედ იქცა ბოლო 5 წელია.

"ამბავი იწყება ყიფიანის ჩემთან მოსვლით, რომ დახმარებოდა ფირმას. ცდილობდა მოეხდინა კონსულტაცია, განსაკუთრებით ტელევიზიის ირგვლივ. ამით იყო მოსული, როგორც შემდგომ მივხვდი გამოგზავნილი. აგრეთვე, შემდგომ ჩვენ გადავწიეთ ის ტელევიზიიდან ბიზნესისკენ, თუმცა არ იყვნენ უარზე.

ოფიციალურად დავიქირავეთ, ვუხდიდით მას საკმაოდ, როგორც გამოცდილს და სხვათა შორის თავიდან არ გვქონდა ასეთი აზრი, თუმცა მალე ავუღე ალღო რომ მოგზავნილს ჰგავდა მისი ქმედებებიდან გამომდინარე. დაახლოებით 2015 წელს ხდება ეს. როცა მან მთხოვა ბიძინასთან შეხვედრა, მან უფრო სწორად ბიძინამ ასე ჩათვალა იმ ამბიდან, რომელიც მას მიჰქონდა. ეს იყო 2015 წლის დეკემბერი," - ამბობს ოქუაშვილი.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ივანიშვილის მისთვის 5 მილიონი არ მოუთხოვია პირდაპირ. პირველი შეხვედრისას. ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ იმ პრობლემებით დაინტერესდა, რომელიც „ომეგა ჯგუფს“ ჰქონდა.

„ყიფიანის შუამავლობით შევხვდი, იმიტომ რომ ყიფიანმა მითხრა, რომ ბიძინას სურდა შეხვედრა ჩემთან. მე გულახდილად ვუთხარი პრობლემები წარმოების, ეს შეეხებოდა დამპინგს, ბიძინასთან იჯდა მარცხნივ გახარია, რომელიც მაშინ იყო ბიზნესომბუდსმენი და ყურადღებით უსმენდა. გახარიასგანაც ჰქონდა ინფორმაცია, რა გაჭირვება იყო,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

,,ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ამბობს, რომ სწორედ ეს ინფორმაცია გამოიყენეს იმისთვის, რომ ფირმის წინააღმდეგ ემოქმედათ და ეს ასევე გამოყენებინათ ტელევიზიაზე ზეწოლისთვის.

„პირველი შეხვედრის შემდეგ ივანიშვილი არის მობილიზებული, რომ კონტროლი აიღოს ბიზნესზე. მან ნახა სად იყო სუსტი წერტილები ფირმისა, იყო დამპინგში და ბოლომდე ამოქმედა დამპინგი ჩვენს წინააღმდეგ“-ამბობს ოქუაშვილი.

მისი თქმით, ივანიშვილი მას დაჰპირდა, რომ იმ ზარალს გაითვალისწინებდა რაც „ომეგა ჯგუფს“ და ასევე ,,იბერიას" ჰქონდა მხარში ამოუდგებოდა. თუმცა ოქუაშვილის თქმით, ივანიშვილმა არათუ ეს დაპირება არ შეასრულა, არამედ მისი ბიზნესის სუსტი წერთილით დაიწყო სარგებლობა.

„კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საუბარს აზრი არ აქვს“ - ნიკა მელიას პროკურატურაში ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს

28 აპრილი, 2025 , 15:52

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერს, ნიკა მელიას საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს. ნიკა მელიას თქმით, „კო

ხელისუფლებაში გამწარებული არიან, ასეთ კნინობით ფორმაში კახი კახიშვილისგან საუბარი მოულოდნელი იყო, თუმცა ეს ხასიათის სიმდაბლეზე მიუთითებს - გია ვოლსკი

28 აპრილი, 2025 , 15:26

სანქციები უსამართლოა და, რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია. ხელისუფლებაში გამწარებული არიან, ასეთ კნინობით ფორმაში კახი კახიშვილისგან საუბარი მოულოდნელი იყო, თუმცა ეს ხასიათის სიმდაბლეზე მიუთითებს, – ამის შესახებ პარ

ბედის ირონიაა, ივანიშვილი ცდილობდა ხელის ფათურს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი გაშვების მიზნით და თავისივე პარტიის თავმჯდომარე წავიდა - თინა ბოკუჩავა

25 აპრილი, 2025 , 14:28

ნამდვილად ბედის ირონიაა, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაწერა, ივანიშვილი ცდილობდა ხელის ფათურს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი გაშვების მიზნით და თავისავე პარტიის თავმჯდომარე წავიდა პარტიიდან და პოლიტიკ

ვიცი, რა ძნელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, ეს ნიშნავს მუდმივ დევნას, ცილისწამებასა და რეპრესიებს - მიხეილ სააკაშვილი

24 აპრილი, 2025 , 15:34

ვიცი, რა ძნელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, ეს ნიშნავს მუდმივ დევნას, ცილისწამებასა და რეპრესიებს, - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „Facebook“-ზე. „მე ბე

სიუჟეტი, რომელიც გავიდა რუსეთის „პირველ არხზე“, პუტინის მთავარ არხზე, არის ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული - უჩა ნანუაშვილი

24 აპრილი, 2025 , 14:12

ყოფილი სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ადასტურებს იმ პირებთან საუბარს, რომლებიც გარი კასპაროვის სახელით დაუკავშირდნენ, თუმცა ამბობს,

გუშინდელი ვიდეოჩანაწერი კიდევ ერთი დასტურია, რომ ეს უსამშობლო მოღალატეები პირდაპირ ჩართულები არიან სახელმწიფოს აყირავების თემაში - კახა კალაძე

24 აპრილი, 2025 , 14:03

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროცესები უცხოეთიდან იმართებოდა, რასაც გუშინ გავრცელებული ინფორმაციაც მოწმობს, რომლის თანახმად, რუსმა პრანკერებმა ყოფილ პრეზიდენტს,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი