უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

3 ოქტომბერი, 2018 13:10
font-size

ივანიშვილს, წმინდა ქუჩური მიდგომებით, მართლა გულწრფელად უკვირს, რომ მან ამოდენა საჩუქარი გაუკეთა ოქუაშვილს და ის არ უბრუნებს - აკაკი ბობოხიძე

პარლამენტის ფრაქცია ,,ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრის, აკაკი ბობოხიძის თქმით, მიზანს ამჟამინდელი ხელისუფლების გასტუმრება წარმოადგენს.

ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას ბობოხიძე საკრებულოს წევრის, ვატო შაქარიშვილის, განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ გუშინ ზაზა სარალიძემ თავის სახე გამოავლინა.

„როდესაც ლაპარაკობთ შვილმოკლულ მამაზე, საერთოდ ჭკუაზე რომ არის ეს კაცი, უნდა გიკვირდეთ,“ - განაცხადა ბობოხიძემ.

დეპუტატმა ირაკლი კობახიძე „სამარცხვინო თავმჯდომარედ“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები, თითქოს, ომეგა ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერები სიმართლეს არ შეესაბამება, არასწორია.

აკაკი ბობოხიძის თქმით, ერთ-ერთ ჩანაწერში ბიზნესწილების განაწილებაზე საუბრობენ.

„ბატონი კობახიძე განსაკუთრებულია თავისი რობოტული უტიფრობით, კაცს ნერვი არ უტოკდება, ისე ლაპარაკობს, თან რაზეც გინდა და როგორც გინდა.

ბიძინა ივანიშვილს, წმინდა ქუჩური მიდგომებით, მართლა გულწრფელად უკვირს, რომ მან ამოდენა საჩუქარი გაუკეთა ოქუაშვილს და ის არ უბრუნებს და ის არ არის თანახმა იმაზე, რომ წილები დათმოს,“ - განაცხადა ბობოხიძემ.

მისივე თქმით, სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანთან შეხვედრის დროს, ივანიშვილმა აღიარა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი ის იყო.

ოპოზიციონერ დეპუტატს არა აქვს იმედი, რომ საგამოძიებო უწყებები ამ საქმეს გამოიძიებენ.

თუ არ ეშინია ივანიშვილს, თუნდაც ციხიდან ჩამრთონ პირდაპირ დებატებში - მიხეილ სააკაშვილი

23 იანვარი, 2026 , 10:30

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, „ქართულმა ოცნებამ“ დებატებში ჩართოს, თუნდაც ციხიდან. კერძოდ, სააკაშვილი ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ

ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნის იდეა არის თეორიულად სწორი, კონტექსტი - უკიდურესად პრობლემური - ნიკა ჩერქეზიშვილი

22 იანვარი, 2026 , 17:08

საკრებულოში „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრის, ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნის იდეა „არის თეორიულად სწორი, კონტექსტი - უკიდურესად პრობლემური&ld

ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიასა და ნამდვილ პოლიტიკურ დებატებზე, საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს - ხატია დეკანოიძე

22 იანვარი, 2026 , 16:51

ხალხი, ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიასა და ნამდვილ პოლიტიკურ დებატებზე, საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დ

სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტების გამოთხოვა ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით ხდება - სუს-ი

22 იანვარი, 2026 , 16:35

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა სხვადასხვა კომპან

თბილისის უძველესი შენობების იერსახის შენარჩუნება და მასზე ზრუნვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა - ზურაბ აბაშიძე

22 იანვარი, 2026 , 14:39

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე ვანდალიზმთან დაკავშირებით ქალაქის მერის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, დაზიანებულია 5 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობის იერსახე, რაც მისი თქმით, მკაფიოდ

540 ათასი ლარი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაუხადა, საარჩევნო დავალიანება იყო - ირაკლი ფავლენიშვილი

16 იანვარი, 2026 , 13:23

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ 540 ათასი ლარი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაუხადა, საარჩევნო დავალიანება იყო. &bdq

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი