უახლესი ამბები
- 17.02.2026 15:01ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით
- 17.02.2026 14:50ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
- 17.02.2026 14:35თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს
- 17.02.2026 14:28ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში - სუს-ი
- 17.02.2026 14:15საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს
- 17.02.2026 13:5118 და 19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი
- 17.02.2026 13:35უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის მასშტაბური იერიშის შესახებ იუწყებიან
- 17.02.2026 13:21საზოგადოებრივი კვების რამდენიმე ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, შვიდ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა -სურსათის ეროვნული სააგენტო
- 17.02.2026 13:11ჟენევა – ამერიკის ქმედების გამოცდა ირანული დიპლომატიის ლოგიკის წინაშე - სეიედ ალი მოჯანი
- 17.02.2026 11:30თბილისის ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში ოფიციალური მომართვის შემდეგ ვანათებთ, ლიეტუვის საელჩოს ჩვენთვის წერილით არ მოუმართავს - კახა კალაძე
არქივი
პოლიტიკა
ჟენევის მოლაპარაკებებზე მთავარი საკითხი იქნება არჩილ ტატუნაშვილის საკითხი - დავით დონდუა
ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდზე ქართული მხარე დააყენებს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით დონდუამ განაცხადა.
ქართული მხარე მოითხოვს გამოძიების ჩატარებასა და დამნაშავეების დასჯას.
„დღესაც და ხვალაც, მთავარი საკითხი იქნება ორივე სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგში, არჩილ ტატუნაშვილის საკითხი. ჩვენ ძალიან მწვავედ დავაყენებთ ამ საკითხს, განსაკუთრებით რუსეთის დელეგაციის წინაშე, რომ ყველაფერი გაკეთდეს ახლა მაინც, რათა ხელი არ შეეშალოს გამოძიების პროცესს, დადგინდნენ ის პირები, ვინც არიან დამნაშავეები. თუმცაღა პიროვნებების დადგენა, არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოს იმაზე, რაც მოხდა. უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ გამოძიების პროცესი წარმატებით დასრულდეს. ეს იქნება მთავარი თემა, რომელსაც ჩვენ დავაყენებთ დღეს თანათავმჯდომარეებთან და თანამოდერატორებთან. ასევე ხვალ ორივე სამუშაო ჯგუფში - როგორც უსაფრთხოების, ასევე ჰუმანიტარულ სამუშაო ჯგუფებში ამაზე იქნება საუბარი. ეს არის გამოწვევა უსაფრთხოების მხრივ. ეს არის ის განუკითხაობა, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით და ეს სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არ არის. ორი წლის წინ იყო ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი, მანამდე - ბაშარულის მკვლელობის ფაქტი. თუ დამნაშავეები არ დაისაჯნენ, ვიღაცამ არ აიღო პასუხისმგებლობა და გასაგებია ვინც - ეს არის ის ძალა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტორლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა დონდუამ.
არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო ძალებმა 22 თებერვალს გაიტაცეს ახალგორის რაიონიდან. მომდევნო დღეს ოსურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ. ქართული მხარის მოთხოვნის მიუხედავად ცხედრის გადმოცემა მხოლოდ 20 მარტს მოხდა. ქართული მხარის ინფორმაციით, ტატუნაშვილი ნაწამებია.
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით
17 თებერვალი, 2026 , 15:01
4 ოქტომბერს განვითარებულმა მოვლენებმა, სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების რეალური ჩანაფიქრი და მიზნები, ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება - მიხეილ ყაველაშვილი
17 თებერვალი, 2026 , 13:42
დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას - მიხეილ ყაველაშვილი
17 თებერვალი, 2026 , 13:26
ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე - კახა კალაძე
17 თებერვალი, 2026 , 11:34
რეჟიმი გადადის პოლიტიკური დევნის ლეგალიზებულ ფაზაში - ლაშა ფარულავა
16 თებერვალი, 2026 , 17:30
დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს - ირაკლი კობახიძე
16 თებერვალი, 2026 , 16:23



