უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 ივნისი, 2023 14:58
font-size

ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის საგანგებო საქმეთა დირექტორი ნიკა გვარამიას მოსანახულებლად არ შეუშვეს

ორგანიზაცია ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის (CPJ) საგანგებო საქმეთა დირექტორი ლუსი ვესკოტი რუსთავის ციხეში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მოსანახულებლად არ შეუშვეს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურად მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

ლუსი ვესკოტი რუსთავის ციხესთან ნიკა გვარამიას მეუღლესთან, სოფო ლილუაშვილთან და მის ადვოკატთან, თამთა მურადაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ადგილზე იყო კომიტეტის დირექტორის მოადგილეც.

"ჩემთვის პატივია თქვენთან ერთად დგომა. მე მქვია ლუსი ვესკოტი და ვარ ჟურნალისტთ დაცვის კომიტეტის წარმომადგენელი. ჩემთან ერთად არის კერი პატერსონი, კომიტეტის დირექტორის მოადგილე. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი არის პრესის თავისუფლების საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის შტაბბინა მდებარეობს ნიუ-იორკში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟურნალისტებს მთელ მსოფლიოში, რათა მათ შეძლონ თავისუფლად გადასცენ ინფორმაცია და არ ეშინოდეთ შურისძიების.

ჩვენ აქ ჩამოვედით იმისთვის, რომ დავაკვირდეთ დაპატიმრებული ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას საქმეს, რომლის გამოც შეშფოთებულები ვართ. ჩვენ ვდგავართ იმ ციხის წინ, სადაც ნიკა იხდის 3.5 წლიან სასჯელს. ნიკა არის ერთადერთი დაპატიმრებული ჟურნალისტი საქართველოში და პირველი ქართველი დაპატიმრებული ჟურნალისტი, რომელიც ჩვენი კომიტეტის სიაში მოხვდა, რომელსაც ვადგენთ 1992 წლიდან დაწყებული.

ჩვენ მოვითხოვთ ნიკას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ბრალდებები პოლიტიკური შურისძიებაა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ემუქრებიან ჟურნალისტებს დაპატიმრებით, რათა ისინი გააჩუმონ. ნიკას შემთხვევაში არ არსებობს მის მიმართ წაყენებული ბრალდებების კანონიერი პრეცედენტი და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ არ არსებობდა კანონიერი საფუძველი ნიკას დაპატიმრებისთვის. ნიკას საქმეს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა და ის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებმა დაგმეს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. საქართველოში ამერიკის საელჩომ გასულ თვეს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ ნიკას საქმე იწვევს ეჭვს, რომ საქართველო არ არის ერთგული კანონის უზენაესობის პრინციპისა, ევროპარლამენტმა კი მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნიკას მიმართ წაყენებულ ბრალდებებს საეჭვო უწოდა", - განაცხადა ლუსი ვესკოტმა.

კომპანია CITYZEN-ის მულტიფუნქციური პროექტი - CITYZEN Central Park თიბისის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შენდება

22 სექტემბერი, 2023 , 17:31

თბილისში, თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე, კომპანია CITYZEN-ის მულტიფუნქციური საცხოვრებელი პროექტი - CITYZEN Central Park, საქართველოში ორი ყველაზე მსხვილი ბანკის - თიბისის და საქართველოს ბანკის ფინანსური

ვერტმფრენით შემოფრენების, დრონებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ ტერიტორიის მონიტორინგის შედეგად, არ დაფიქსირებულა მეწყერის მასაში მოყოლილი არცერთი ადამიანი, რომელიც საჭიროებდა დახმარებას - ვახტანგ გომელაური

22 სექტემბერი, 2023 , 17:26

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორი თანამედროვე ვერტმფრენიც არ უნდა ჰყოლოდა სახელმწიფოს, მსგავსიც, კი როგორსაც ველოდებით, ღამით ფრენა, ამ რელიეფში არ იქნებოდა უსაფრთხო და გადარჩენილი ადამიან

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6816 ლარი გახდა

22 სექტემბერი, 2023 , 17:14

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6816 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6879 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნ

სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო - ვახტანგ გომელაური

22 სექტემბერი, 2023 , 16:52

სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო. ცხედრების უმეტესობა არის დანაწევრებული და ფაქტობრივად მაშველების მიერ ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტ

თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკს შორის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად მემორანდუმი გაფორმდა

22 სექტემბერი, 2023 , 16:22

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კამპანიის „შენი მოედანი“ ფარგლებში თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმს, რომლის მიზანიც სპორტული

საქართველოს ბანკმა კიდევ ერთი უნიკალური სივრცე − 4B-ს, ფილიალი გახსნა, რომელიც ბიზნესის წინსვლისა და განვითარებისთვის შეიქმნა

22 სექტემბერი, 2023 , 12:52

საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ამჯერად, ბანკმა ბიზნეს კლიენტებისთვის, სრულიად ახალი კონცეფციის მქონე, მომსახურების კიდევ ერთი სივრცე - 4B ფილიალ