უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 დეკემბერი, 2017 15:00
font-size

კახა კალაძემ და გიორგი გახარიამ სამუშაო შეხვედრა გამართეს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა თბილისში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ძირითადი განსახილველი საკითხები საცობების, სადისტრიბუციო მანქანების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისა და ქვეითთა გადაადგილების, ასევე, მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული მდგომარეობის მოწესრიგება და უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა იყო.

მხარეებმა ქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიმართულებით დაგეგმილ კონკრეტულ ღონისძიებებზე იმსჯელეს. დაიგეგმა ასევე, კოორდინაციის ის ძირითადი მექანიზმი, რომელმაც არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად ეფექტურად უნდა იმუშაოს.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანი ზოგადად, ქალაქში საცობების მოწესრიგება იყო. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და შესაბამისად, ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გარეშე ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. რამდენიმე მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებების გატარება გვაქვს დაგეგმილი. მერიამ „თბილსერვის ჯგუფს“ და მის ხელმძღვანელს უკვე დაავალა, რომ უახლოეს მომავალში, ნარჩენების გატანის გეგმა წარმოადგინოს, რათა მათი გატანა ღამის საათებში მოხდეს და დღის განმავლობაში, მოძრაობა არ შეიზღუდოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სადისტრიბუციო კომპანიებთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხიც განიხილეს, რათა დღის განმავლობაში, ქალაქში სატვირთო ავტომანქანების შემოსვლა არ მოხდეს და ტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხდეს.

„სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ასევე ისიც, რომ ყვითელი მიკროავტობუსები ყველგან აჩერებენ. შესაბამისად დავიწყებთ მუშაობას, რომ კონკრეტული ქუჩები გამოიყოს, სადაც მიკროავტობუსის მძღოლებს გაჩერების შესაძლებლობა მხოლოდ გაჩერებებზე ჰქონდეთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეითად მოსიარულეების საკითხი, რადგან ისინი „ზებრა გადასასვლელებზე“ არ გადადიან და საფრთხეში აგდებენ, როგორც საკუთარ სიცოცხლეს, ასევე სერიოზულ პრობლემას უქმნიან მძღოლებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა და ყურადღება მიწისქვეშა გადასასვლელებში ანტივანდალური კამერების დამონტაჟების აუცილებლობაზეც გაამახვილა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქალაქში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, უწყებებს შორის კოორდინაცია აუცილებელია, რათა მოქალაქეების უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობა უფრო ქმედითი გახდეს.

„კარგად გვესმის, რომ ჩვენი უწყებები ვალდებული არიან, ერთმანეთთან კოორდინაციაში იყვნენ, რადგან იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს, როგორც ქალაქისთვის, ასევე შსს-სთვის და განსაკუთრებით, საპატრულო დეპარტამენტისთვის არის აქტუალური, შესაბამისი და სათანადო პასუხი გაეცეს. შეხვედრაზე კოორდინაციის ის ძირითადი მექანიზმი დავგეგმეთ, რომელმაც ძალიან ეფექტურად უნდა იმუშაოს. თანამშრომლები ერთმანეთს გავაცანით და ის ამოცანები დავუსახეთ, რომლებიც მათ უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყვიტონ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ, საპატრულო ეკიპაჟებმა პატრულირება დაიწყეს იმ სკოლების წინ, სადაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება ფიქსირდება. საპატრულო ეკიპაჟები ასევე, პატრულირებენ ქალაქში არსებულ გზაჯვარედინებთან, რათა მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო უსაფრთხო და კომფორტული იყოს.

„იქ, სადაც ყველაზე დატვირთული გზაჯვარედინებია, უკვე მორიგეობენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რათა მოქალაქეებს და მძღოლებს მოძრაობის განტვირთვაში დაეხმარონ. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკითხის სისტემური გადაწყვეტა. შესაბამისად, ქალაქის ხელმძღვანელობასთან ვისაუბრეთ, რომ აღნიშნულ საკითხს უფრო სისტემურად მივუდგეთ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით

17 თებერვალი, 2026 , 15:01

ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ. ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისის დროს გახარიას ბრძანებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო

4 ოქტომბერს განვითარებულმა მოვლენებმა, სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების რეალური ჩანაფიქრი და მიზნები, ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება - მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი, 2026 , 13:42

საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის გარედან მომავალი ზეწოლის ფონზე, რასაკვირველია, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამორჩეული მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები უმაღ

დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას - მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი, 2026 , 13:26

დღეს მთელი საერთაშორისო საზოგადოება ხედავს, რომ 2025 წელი მსოფლიოსთვის წყალგამყოფი გახდა. უკვე აშკარად იკვეთება, რომ საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება და ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების გასატარებლად და სტ

ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე - კახა კალაძე

17 თებერვალი, 2026 , 11:34

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა დამნაშავეს მოუწევს, პასუხი აგოს კანონის წინაშე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლო სხდომაზე ქვეყნის ხელისუფლე

რეჟიმი გადადის პოლიტიკური დევნის ლეგალიზებულ ფაზაში - ლაშა ფარულავა

16 თებერვალი, 2026 , 17:30

სისტემური არაღიარებისთვის 3 წლიანი პატიმრობის დაწესება პირდაპირი მზადებაა მორიგი არჩევნების საკუთარი წესებით ჩატარებისა და შედეგების წინასწარ დაზღვევისთვის, - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობი

დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს - ირაკლი კობახიძე

16 თებერვალი, 2026 , 16:23

სისხლის სამართლებრივი ნორმები არ განარჩევს პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს, აქ საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც შესაბამის ქმედებას ჩადიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი