უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

18 იანვარი, 2019 14:29
font-size

კალაძე დაიკითხოს, როგორც `ყაზტრანსგაზის` არაფორმალური მმართველი და მენეჯერი - ლევან ხაბეიშვილმა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა კახა კალაძის ბრალდებებს სპეციალურ ბრიფინგზე უპასუხა. დეპუტატის შეფასებით, კახა კალაძის განცხადება ჰგავდა დამნაშავე ბიზნესმენის პოზიციას, რომელიც თავის გამართლებას ცდილობს.

„ეს იყო ერთი დაპატარავებული ბიზნესმენის დამნაშავის თავის მართლების რეჟიმში განცხადება, რომელმაც ჩვენზე უკეთ იცის, რომ მათ შორის სამშენებლო უსაფრთხოებაზე თავად არის პასუხისმგებელი, მათ შორის "ყაზტრანსგაზის".

კალაძეს საერთოდ დაავიწყდა, რომ წარმოადგენს "ქართულ ოცნებას" და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი გახლავთ. მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა ცენტრალური ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და თავიდან აირიდა პასუხისმგებლობა, მან ხაზგასმით თქვა, რომ უსაფრთხოება, რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივი აირის გამართულ მუშაობასთან მასზე პასუხისმგებელი არის ცენტრალური ხელისუფლება და მის დაქვემდებარებაში მყოფი სემეკი. მას საერთოდ დაავიწყდა, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენელია და პარტიის გენერალური მდივანიც გახლავთ.

დაიკითხოს დედაქალაქის მერი, რომელმაც ორი თვის წინ ფონიჭალაში რომ ტრაგედია მოხდა, ამის შემდეგ პრევენციული ზომები არ მიიღო, ასევე მნიშვნელოვანია კალაძე დაიკითხოს, როგორც "ყაზტრანსგაზის" არაფორმალური მმართველი და მენეჯერი, მასში დასაქმებული ჰყავს "ქართული ოცნების" აქტივისტები, რომელსაც პროფესიონალიზმთან ჩავლილიც კი არ აქვს.

"ყაზტრანსგაზის" არაფორმალური მენეჯერი არის კახა კალაძე. შესაბამისად, დღევანდელი მისი განცხადება ეძღვნებოდა მის, როგორც ბიზნესმენის თავის მართლებას.

გარდა ამისა, გამოძიება დაიწყოს შემდეგ საკითხზე: არჩევნებმადე "ყაზტრანსგაზს" ბიუჯეტმა ჩამოაწერა 100 მილიონის დავალიანება, რის შემდეგაც "ყაზტრანსგაზი" აღმოჩნდა კახი კალაძის ხელში,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილიმა.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი