უკან
არქივი
საზოგადოება
9 ოქტომბერი, 2018 12:45
კანაფის კულტივირების კანონპროექტის საკითხი საზოგადოების ფართო ჩართულობის გარეშე არ გადაწყდება
კანაფის კულტივირების კანონპროექტის განხილვა არის შეჩერებული და მომავალში ჩვენ დავდეთ პირობა, რომ საზოგადოების ფართო ჩართულობის გარეშე ეს საკითხი არ გადაწყდება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა.
მისი თქმით, სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან კეთდება განცხადებები, თითქოს ვინმე ჰპირებდა მარიხუანას, როგორც ნარკოტიკული პროდუქტის წარმოებას, ეს არის გამორიცხული.
„თავიდანვე არასწორად იყო ეს საკითხი მოწოდებული, თითქოს ვიღაცა აპირებს მოსაწევი პროდუქტის წარმოებას. კანაფის კულტივირების კანონპროექტის განხილვა არის შეჩერებული და მომავალში ჩვენ დავდეთ პირობა, რომ საზოგადოების ფართო ჩართულობის გარეშე ეს საკითხი არ გადაწყდება”, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.