უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

25 ნოემბერი, 2021 09:51
font-size

ანონსი-25 ნოემბერი

10:30 საათზე, ევროპული ბიზნესასოციაციის წევრები ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრას გამართავენ.

მის: სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ“

საკონტაქტო: ნინო უშიკიშვილი - 557 51 95 77; თეა ჭყონია - 599 92 23 32

10:30 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული „ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე" მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი

11:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2 წლის მუშაობის ანგარიშს წარადგენს. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრება.

მის: კახეთის გზატკეცილი #99.

11:00 საათზე, სასტუმრო „გრანდ მეტეხი პალასში“ საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია გაიმართება. შეხვედრას კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: თელავის ქ.20

11:30 საათზე, პარლამენტის კინოდარბაზში, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თემატური მოკვლევის მოსმენა - „ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა" გაიმართება.

11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი ტრისტან წითელაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: "უკრაინიდან საქართველოში შემოსული დაჯგუფებები, რომელთა მიზანი ქვეყანაში პროვოკაციების მოწყობაა."

მის: კოსტავას ქუჩა 47/57;

საკონტაქტო: 593 53 45 24

12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია, ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი და პოლიტოლოგი მალხაზ გულაშვილი განცხადებას გააკეთებენ.

თემა: „კავკასიის რეგიონი ყარაბაღის ომის შემდეგ: შედეგები და ახალი შესაძლებლობები. პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო ასპექტები."

მის: კოსტავას ქუჩა 47/57;

საკონტაქტო: 593 53 45 24

12:00 საათზე, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) წალენჯიხაში ახალ ოფისს - "დემოკრატიის ჰაბს" გახსნის.

მის: წალენჯიხა, 9 აპრილის ქუჩა 8.

14:00 საათზე, „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის" დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ერწოს ქუჩა 11.

საკონტაქტო: 599 726565

15:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: 5 -12 დეკემბერს დაგეგმილი თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი.

მის: კოსტავას ქ. 36

საკონტაქტო: ნინო კვირიკაშვილი - 599 36 19 77

16:00 საათზე, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის" ორგანიზებით ონლაინ განხილვა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიის პრიორიტეტები" „live“ რეჟიმში "ჯეოქეისის" „ფეისბუქ“ გვერდზე: https://www.facebook.com/GeocaseGeo/ გაიმართება.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი