უახლესი ამბები
- 14.12.2024 12:08ერთი წლის წინ, ამ დღეს, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, მმართველი ერთი ადამიანი/ერთი პარტია ამ შესანიშნავ შესაძლებლობას ანადგურებს - პრეზიდენტი
- 14.12.2024 11:56მიხეილ ყაველაშვილს თავის დროზე მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით, დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს - მამუკა მდინარაძე
- 14.12.2024 11:46მიწვეული ვიყავი პრეზიდენტ ტრამპის რეზიდენციაში ვახშამზე, რომელსაც ესწრებოდა თვითონ, მისი ადმინისტრაცია; გამახარა მათმა შეფასებამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - პაატა ბურჭულაძე
- 14.12.2024 11:27„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“ - აქციის მონაწილეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ
- 14.12.2024 09:28საქართველოს პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე მივიდა
- 14.12.2024 09:04საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს
- 14.12.2024 08:26პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან
არქივი
საზოგადოება
კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი
პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა.
მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ, ელისაშვილმა “ინტერპრესნიუსთან" ისაუბრა.
„კორექტული ჯაჯგური" გვქონდა პოლიციასთან. ამ დროს, პირისპირ შევეფეთე საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს, ვაჟა სირაძეს და მისი უშუალო ხელმძღვანელობით შემათრია რამდენიმე პოლიციელმა კანცელარიასთან. ამ შეთრევის დროს წავიქეცი და წაქცეულს წიხლებით შემდგნენ. ვინ იყვნენ ვერაფრით ვიტყვი იმიტომ, რომ მარტო ფეხებს და "ბათინკებს" ვხედავდი. ასეთი "კარგი" ნაცემი შემდეგ შემიყვანეს კანცელარიაში, იქ ანზორ ჩუბინიძესაც შევხვდი და მასთან ცხარე საუბარი მქონდა. ამის შემდეგ მანქანაში ჩამსვეს მე და ერთი დაკავებული მომიტინგე, დაახლოებით ნახევარი საათი გაჩერებული ვყავდით და ბოლოს მიგვიყვანეს დიდუბეში, წერეთლის პოლიციის სამმართველოში. იქ რამდენიმე საათი ვიყავი, ოქმები შეადგინეს, ამ დროს ლევან იოსელიანიც მოვიდა და მალე წამოვედით. მერე მე წავედი კლინიკაში იმიტომ, რომ მთელი სხეული ძალიან მტკიოდა. თავის ტომოგრაფია, რენტგენი გადავიღე. კარგი გულიანი ნაცემი ვარ. ტუჩი მაქვს ისეთი, რომ ვხუმრობდი,ანჯელინა ჯოლის ჩინური ვერსია ვარ-მეთქი და ნეკნი მაქვს მოტეხილი. სახლში ვარ, მხნედ, შეუპოვრად ვარ და ნებისმიერ შემთხვევაში, არა რუსულ კანონს“, - განაცხადა ელისაშვილმა.