უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 თებერვალი, 2020 12:45
font-size

კარგი გზავნილი ჰქონდა მერაბიშვილს ოპოზიციის ერთობასთან დაკავშირებით - გიორგი ვაშაძე

ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლებას მივესალმები, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ამასთან, ვაშაძე ამბობს, რომ მერაბიშვილის პოლიტიკური გეგმები მისთვის უცნობია, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, მზად არის, შეხვდეს.

„სტრასბურგის გადაწყვეტილებით ის უკანონო პატიმარი იყო აქამდე, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ გვჭირდება ეროვნული თანხმობა და ყველა ადამიანს, ვისაც ამ ეროვნულ თანხმობაში და ქვეყნის განვითარებაში შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა, ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა. რაც შეეხება მერაბიშვილის პოლიტიკურ გზას, ნამდვილად არ ვიცი, რა გადაწყვეტილება აქვს. დაკავების დღიდან მასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. თუ ისურვებს შეხვედრას, მე მზად ვარ, ყველას ვხვდები. საერთოდ, ვფიქრობ, ძალა ერთობაშია და უნდა გადავდოთ პირადი პრობლემები, პირადი საკითხები და ყველა ადამიანს უნდა დაველაპარაკოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ყველას აქვს საკუთრი სიმართლე, საკუთარი ხედვა და საკუთარი გზა.

„ვანო მერაბიშვილს კონკრეტული საქმეებიც ბევრი აქვს ქვეყანაში გაკეთებული, საპატრულო პოლიციით დაწყებული და სხვა მიმართულებით გაგრძელებული, აქედან გამომდინარე, შევხედავთ, დრო გვიჩვენებს, აბსოლუტურად ყველაფერს. რაც მთავარია, ჩვენ „ახალი საქართველოს“ გუნდი ერთადერთ რამეზე ვფიქრობთ – რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესი, ვინც ამ შენებაში მიიღებ მონაწილეობას, მზად ვართ, ყველას ვესაუბროთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ოპოზიციის ერთობასთან დაკავშირებით მერაბიშვილს კარგი გზავნილი ჰქონდა.

„ძალიან კარგი გზავნილი ჰქონდა მერაბიშვილს ოპოზიციის ერთობასთან დაკავშირებით. ეს არ იყო რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ ყველა ნაბიჯს გადადგამს იმისთვის, რომ ეს ერთობა არ დაირღვეს და პირიქით, ერთიანი ძალებით დავაყენოთ ქვეყანა ფეხზე. მერაბიშვილმა რომც არ მითხრას, მე გარანტიას გაძლევთ, ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება და ჩვენ დავიწყებთ სრულიად ახალი განვითარების ეტაპს“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ეს არის ცალსახა და კითხვის ნიშნები არ სჭირდება.

„70/30-ზე უგებს პროცენტული თვალსაზრისით ოპოზიცია „ოცნებას“, შესაბამისად, ერთადერთი არის, რომ ერთიანობა შევინარჩუნოთ. დანარჩენი კი, ჩვენ ვართ ხალხი, ვისაც საქმის კეთება უნდა და „ქართული ოცნებაა“ ის, ვინც ამ ქვეყნის ყვლეფით და გამოშიგვნით არის დაკავებული“, – განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა. მერაბიშვილს თავისუფლების აღკვეთის ვადა დღეს ამოეწურა.

როგორც მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარში განაცხადა, იძლევა გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. მისივე თქმით, „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება“. ამასთან, როგორც მერაბიშვილმა „ძალიან ახარებს, რომ საქართველოში ოპოზიცია ერთიანია“.

1tv.ge

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი