უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

24 ნოემბერი, 2021 16:44
font-size

ცუდია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს შესაძლებლობა, ჩაისუნთქოს ჰაერი, დაინახოს მზე - ლიზა იასკო

ცუდია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს შესაძლებლობა, ჩაისუნთქოს ჰაერი, დაინახოს მზე, – ამის შესახებ რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არაფერი კარგის თქმა არ შემიძლია, რადგან ისევ სუსტადაა. მე ვიტყოდი, რომ ჩვენი შეხვედრის დასაწყისში უფრო სუსტად მომეჩვენა, ვიდრე ორშაბათს. ძალიან მეშინოდა მისი მდგომარეობის გამო. მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა პროცედურა, შედიან ექიმები. ჩვენი შეხვედრა ბევრჯერ ჩაიშალა იმის გამო, რომ უკეთებდნენ დიაგნოსტიკას. ის გახდა დაახლოებით კიდევ სამი კილოგრამით. მუდმივად იმყოფება პალატაში. პოსტტრავმული სინდრომის დროს, რომელიც მას აქვს, ცუდია, რომ არ აქვს შესაძლებლობა, ჩაისუნთქოს ჰაერი, დაინახოს მზე. ძალიან ცუდია, როდესაც ადამიანი ასეთ პირობებში იმყოფება, რადგან შეიძლება, უფრო ცუდად წარიმართოს რეაბილიტაცია. მოხარული ვარ მასთან შეხვედრით და ვფიქრობ, მას ახლა სხვადასხვა სახის მხარდაჭერა ძალიან სჭირდება ახლობლების, ადვოკატებისა და ხალხის მხრიდან. ბრძოლა მისი გათავისუფლებისთვის გრძელდება“, – განაცხადა ლიზა იასკომ.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი