კომენტარი
ხადურის განცხადებები სერიოზულად არ უნდა მივიღოთ - ზურაბ ჭიაბერაშვილი
ხადურის განცხადებები სერიოზულად არ უნდა მივიღოთ, ის უბრალოდ გვატყუებს, - ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის დღევანდელ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ლარის კურსი აუცილებლად გამყარდება.
,,პრობლემა არის იმაში, რომ მთავრობას არ აქვს არანაირი გეგმა. ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის მარიონეტები. არანაირი გეგმა არ აქვთ და არც ინტერესი აქვთ, რომ გამოასწორონ მდგომარეობა’’, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მისივე თქმით, აუცილებელია შეიკვეცოს ბიუჯეტის ხარჯები.
,,ბოლო 4 წლის განმავლობაში გრძელდება ჩვენი გაღარიბება და ამის ბოლო მაჩვენებელი არის ის, რომ სექტემბერში ეკონომიკა სულ რაღაც 1,5 %-ით გაიზარდა. ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ზეწოლას ახდენს ლარზე. აუცილებელია შეიკვეცოს ბიუჯეტის ხარჯები, მათ უარი თქვან გაბერილ სამივლინებო ხარჯებზე, პრემიებზე, დანამატებზე’’, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული - კახა კალაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:38
მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაგრამ რეალობა არის ეს, კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ - დიმიტრი ხუნდაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:21
გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, თუმცა, ხელში შეგვრჩა აკაცუკი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 12:18
როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:33
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით, ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება
23 ოქტომბერი, 2025 , 11:23
გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:15

