უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 მარტი, 2018 10:30
font-size

ხაზგასმით ვამბობ დღევანდელთან შედარებით ხვალინდელი დღე იქნება კონკურენციისთვის უკეთესი - კახა ბექაური

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ 100 %-ის წილის შეძენაზე ზეპირი მოსმენა გაიმართა. სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა აღნიშნულ საკითხზე ვრცლად ისაუბრა და მედიაში გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

„საჯარო სივრცეში ბევრი მოსაზრება გამოითქვა, იყო მოსაზრება ამ გარიგების შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით, მაგრამ აქამდე ერთი ჯანსაღი მოსაზრება არ გამიგია არც ერთი ექსპერტისგან. საიდან მოდიან და საიდან აღმოცენდნენ ეს ექსპერტები ტელეკომუნიკაციის სფეროში ესეც გაუგებარია. აბსოლუტურად უსაგნო და არაკვალიფიციურ განცხადებებს აკეთებენ. ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ კომისიას ყველანაირი რესურსი და ბერკეტი გააჩნია, რომ რაც არ უნდა მსხვილი გარიგება შედგეს ბაზარზე, ზეგავლენა ჰქონდეს მასზე და ამით არ შეიზღუდოს კონკურენცია. ეს რაც შეეხება ზოგადად ბაზარს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ ეხება ამ კონკრეტულ გარიგებას.

კონკრეტულად „ჯეოსელთან“ დაკავშირებით უნდა განვმარტო, რომ „ჯეოსელი“ დღეს ფიქსირებული ინტერნეტის გარეშე ოპერირებს და მეტიც, მას ბოლო ორი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის განვითარებაში მინიმალური ინვესტიცია აქვს განხორციელებული, რადგან ბაზრიდან გასვლას აპირებდა და ეს გადაწყვეტილება მის მფლობელს სწორედ ორი წელია აქვს მიღებული, შესაბამისად, „ჯეოსელმა“ LTI მომსახურეობაზე განაცხადიც კი არ გააკეთა“- განაცხადა კახა ბექაურმა კომისიის სხდომაზე.

მისივე განცხადებით, „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ 100%-ის წილის შესყიდვა მომხმარებლისთვის მეტ შესაძლებლობას გააჩენს და პროდუქტები უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

„ვისაც ფინანსები და ეს ბიზნესი ესმის დამეთანხმება, რომ გაერთიანების შემთხვევაში ფიქსირებული ხარჯები შემცირდება, რაც მომხარებლებისთვის წარმოშობს დიდ შესაძლებლობებს, მათ ერთის მხრივ გაუუმჯობესდებათ სერვისები და მეორეს მხრივ - პროდუქტების ხელმისაწვდომობა. ერთი სიტყვით, ეს მომხმარებლისთვის სასიკეთო გარიგებაა. ხაზგასმით ვამბობ, დღევანდელთან შედარებით ხვალინდელი დღე იქნება კონკურენციისთვის უკეთესი. დღეს „მაგთი“ ერთ-ერთი ოპერატორია, რომელსაც კონსოლიდირებული აქვს მობილური და ფიქსირებული აქტივები და თუ მეორე და მესამე კომპანიაც არ გაძლიერდა გაჭირდება მასთან კონკურენცია”, - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

კახა ბექაურმა აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით კომპანია „ბილაინსაც“ უპასუხა და განაცხადა, რომ „ბილაინის“ მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამ გარიგებით ბაზარი განვითარებამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდება, კატეგორიულად მიუღებელი და მცდარია.

„ჩვენ აქამდეც ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ არასწორი კონკურენციისგან ”ბილაინს“ და ამის ბერკეტები კომისიას აქვს, მაგრამ არ დავიცავთ იმისგან და არ მივცემთ საშუალებას, რომ გააჩეროს განვითარება და მომხმარებლისთვის საუკეთესო პროდუქტის მიწოდება. თუ კომპანია ამისკენ არ წავა და საქართველოს ბაზარს მხოლოდ ექსპერიმენტების რეჟიმში განიხილავს ჩვენ ამას ნამდვილად ვერ შევეგუებით. ჩვენ გვინდა რომ მესამე ოპერატორი გაძლიერდეს და სერიოზული კონკურენცია გაუწიოს ბაზარზე არსებულ კომპანიებს ისევ და ისევ მომხმარებლის სასიკეთოდ“, - აცხადებს კახა ბექაური.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი