უახლესი ამბები
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
- 14.11.2025 13:03საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
არქივი
პოლიტიკა
ხელისუფლების პიარ-მრჩევლებსა და კონსულტანტებს მოვუწოდებ, თავი დაანებონ დეზინფორმაციის გავრცელებას - ირმა ინაშვილი
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ბოლო დროს სახელისუფლებო სტრუქტურები ცდილობენ, დააკავშირონ „ალიანსი“ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოსთან“.
მისი თქმით, ხელისუფლების „დავალებას“ ტელეკომპანია „იმედი“ ასრულებს. ინაშვილმა ტელეკომპანია ფაქტების დამახინჯებაში დაადანაშაულა, რადგან გუშინ გასულ სიუჟეტში „პატრიოტთა ალიანსის“ აქციების თანაორგანიზატორად „ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკელები“ და სხვა პარტიები იყვნენ მოხსენიებული.
ინაშვილმა მოუწოდა სამთავრობო სტრუქტურებს, თავი დაანებონ მედიის საშუალებით დეზინფორმაციის გავრცელებას.
შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსი“ 17 სექტემბრიდან ფართომასშტაბიან აქციებს იწყებს თბილისსა და ბათუმში.
„მოგეხსენებათ, 17 სექტემბრიდან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ იწყებს საპროტესტო აქციებს. ვიმეორებ: ამ საპროტესტო აქციების ორგანიზატორია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და არა რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტია. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ მცდელობას, კონკრეტულად ჩვენი პარტიის მიერ ორგანიზებულ ამ აქციასთან მოხდეს ყველა დანარჩენი ოპოზიციური პარტიის დაკავშირება. მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის ორივე ფრთის დაკავშირება: ბოკერიას ფრთისა და გოცირიძის ფრთის, რაც ტყუილია და არანაირად არ შესაბამება სიმართლეს. ჩვენი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა უკავშირდება ბოკერიას მიმართ არსებული კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების დაძვრას გაყინული ადგილიდან.
გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებაში ვიხილეთ სიუჟეტი, სადაც 17 სექტემბრის აქციის ორგანიზატორად მიბმული იყო მთელი ნაცშემადგენლობა, რესპუბლიკური პარტია, რიგი სხვა პარტიები, რომლებთანაც არა თუ საპროტესტო აქციას არ გავმართავთ, არამედ საერთოდ არ ვაპირებთ არანაირ პოლიტიკურ თანამშრომლობას და კომუნიკაციას, საჯაროსა თუ ფარულს.
თუ ვინმეს საპროტესტო აქციის ჩატარება სურს, ჩაატაროს ჩვენ გარეშე, ჩვენთან მიკერების გარეშე, მაგრამ 17 სექტემბრის აქციას ხელისუფლების პიარ-მრჩევლები მიზანმიმართულად აბამენ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რასაც სინამდვილეში ორი განუხორციელებელი მიზანი აქვს: 1. ხალხმა იფიქროს, რომ ჩვენ გვერდით იდგება ნაცმოძრაობა და ბოკერია, რაც აბსურდი და ტყუილია და მეორე- დასავლეთმა იფიქროს, რომ არა ერთი კონკრეტული პარტია, არამედ რამდენიმე პარტია უწევს ორგანიზებას ამ მასობრივ აქციებს. აფიქრებინოს დასავლეთს, რომ ის დიდი ტალღა, რომელიც სავარაუდოდ აქციის მონაწილე იქნება, არა „პატრიოტთა ალიანსის“ მოწოდებითაა გამოსული, არამედ სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერაა მოხმობილი და ამით საერთაშორისო პარტნიორებს აჩვენოს, რომ თითქოს ნაცმოძრაობასა და მის რამდენიმე განაყოფს მოსახლეობაში ისევ აქვს გარკვეული მხარდაჭერა, რაც გამიზნულია არჩევნების შედეგების წინასწარ გაყალბებისკენ.
სამწუხაროდ, ამ სახელისუფლებო მესიჯს ახორციელებს ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახური, რომელმაც სინამდვილეში ძალიან კარგად იცის, რომ მხოლოდ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსია“ ამ აქციების ორგანიზატორი. ესაა რეალობის მიზანმიმართული დამახინჯება!
ესაა ჟურნალისტიკის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების დარღვევის მაგალითი.
ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლების პიარ-მრჩევლებსა და კონსულტანტებს: თავი დაანებონ მედიასაშუალებებისათვის არასწორი და მათთვის სასურველი მესიჯების თავზე მოხვევას!
მოვუწოდებ უშიშროების სამსახურებს: თავი დაანებონ მედიის მართვის მცდელობას „მოდელირებული ქრონიკის“ სტილში. მათ გაცილებით საპასუხიმგებლო ფუნქცია აქვთ სახელმწიფოს წინაშე.
მოვუწოდებ საზოგადოებას, არ აყვნენ დეზინფორმაციას, შემოუერთდნენ ჩვენს საპროტესტო აქციებს 17 სექტემბრიდან, რესპუბლიკის მოედანზე, დღის 4 საათზე. ერთად გავაპროტესტოთ: კონსტიტუციაზე ძალადობა, რომლითაც რბილი დიქტატურა მყარდება ქვეყანაში და აზრს ჰკარგავს არჩევნები! ერთად გავაპროტესტოთ ის, რომ ქართული მიწა მაინც გაიყიდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე! ერთად გავაპროტესტოთ იმ ჩანაწერის გაქრობა კონსტიტუციიდან, რომლის თანახმადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულება აქვს ყოველ მოქალაქეს! ერთად გავაპროტესტოთ ბანკების ძალადობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის წინააღმდეგ! გავაპროტესტოთ სოციალური უსამართლობა და სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის შემწეობების მასობრივად წართმევა! ერთად გავაპროტესტოთ ხელისუფლების უმოქმედობა,- ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით! ხელისუფლებას უნდა ვაჩვენოთ, რომ ის უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პირიქით!“, - წერია ინაშვილის ფეისბუკის პირად გვერდზე.
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:43

