უკან
მსოფლიო
19 მაისი, 2018 21:31
ხვალ ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ
ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი და ვარშავის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის საეკლესიო საზოგადოება ხვალ, 20 მაისს აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს.
ღონისძიების მონაწილეები უცნობი ჯარისკაცის საფლავს და მარშალ იოზეფ პილსუდსკის ძეგლს გვირგვინით და ყვავილებით, ხოლო პოლონეთის არმიის ქართველი საკონტარქტო ოფიცრებისადმი მიძღვნილი მემორიალს 108 ტიტებით შეამკობენ.
წმ. მღვდელმოწამის არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის ეკლესიაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა გაიმართება.
ღონისძიება ტარდება პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით.
სურათზე: 1927 წლის 26 მაისი. ქართულმა ემიგრაციამ დაკარგული დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საღამო გამართა.