უკან

დღის კალენდარი

16 დეკემბერი, 2021 08:22
font-size

დღის კალენდარი - 16 დეკემბერი

წლის 351-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 15 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდა წინასწარმეტყველისა სოფონიასი (635-605 ქრ. შობამდე); ღირსი თეოდულე კონსტანტინეპოლელისა (დაახლ. 440); ღირსი იოანე მდუმარისა _ ყოფილ კოლონიელ ეპისკოპოსისა (558); მღვდელმოწამე თეოდორესი _ ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსისა (606).

დაიბადნენ:

1770 — ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, დიდი გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი.

1775 — ჯეინ ოსტინი, მწერალი, ინგლისური და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსი, „ქალის რომანების“ ფუძემდებელი.

1826 — ჯოვანი ბატისტა დონატი, იტალიელი ასტრონომი, აღმოაჩინა ექვსი კომეტა, რომელთა შორის ყველაზე კაშკაშას მისი სახელი ეწოდა.

1866 — ვასილ კანდინსკი, გერმანელი წარმოშობის რუსი მხატვარი, აბსტრაქტული ხელოვნების ერთ-ერთი პირველი ავტორი, გარდაიცვალა 1944 წელს.

1872 — ანტონ დენიკინი, სამოქალაქო ომის წლებში სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გარდაიცვალა 1947 წელს.

1883 — მაქს ლინდერი, ფრანგი კინომსახიობი, კომიკოსი, მუნჯი კინოს ვარსკვლავი, გარდაიცვალა 1925 წელს.

1899 — ნოელ პირს კოუარდი, ინგლისელი დრამატურგი და მსახიობი, გარდაიცვალა 1973 წელს.

1914 — ბათუ კრავეიშვილი, მომღერალი, კინომსახიობი, გარდაიცვალა 1970 წელს.

1915 — გეორგი სვირიდოვი, რუსი კომპოზიტორი, გარდაიცვალა 1998 წელს.

1917 — არტურ ჩარლზ კლარკი, ინგლისელი მწერალი-ფანტასტი.

1930 — ალბერტ თავხელიძე, ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი.

1932 — როდიონ შჩედრინი, რუსი კომპოზიტორი.

1940 — ლივ ულმანი, შვედი კინომსახიობი ქალი.

1946 — ბენ ანდერსონი, შვედური მუსიკალური ჯგუფის „აბბას“ წევრი.

გარდაიცვალნენ:

1859 — ვილჰელმ გრიმი, გერმანელი ფილოლოგი და ფოლკლორისტი, ცნობილი მეზღაპრე, იაკობის უმცროსი ძმა, დაიბადა 1786 წელს.

1898 — პაველ ტრეტიაკოვი, რუსი ვაჭარი და მეცენატი, ტრეტიაკოვის გალერიის დამაარსებელი, დაიბადა 1832 წელს.

1944 — გლენ მილერი, ამერიკელი კომპოზიტორი და ტრომბონისტი, დაიბადა 1904 წელს.

1945 — ჯოვანი ანიელი, იტალიელი მრეწველი, რომელმაც 1899 წელს დააარსა ფირმა „ფიატი“, დაიბადა 1866 წელს.

1965 — უილიამ სომერსეტ მოემი, ინგლისელი პროზაიკოსი, დრამატურგი, ნოველისტი, დაიბადა 1874 წელს.

1983 — გრიგორი ალექსანდროვი, რუსი კინორეჟისორი, დაიბადა 1903 წელს.

1993 — ივან კოზლოვსკი, რუსი საოპერო მომღერალი, დაიბადა 1900 წელს.

მოვლენები:

1653 — ოლივერ კრომველი ინგლისის ლორდ-პროტექტორად გამოაცხადეს.

1696 — რუსეთში შეიქმნა „დიდი ელჩობა“ — პირველი დიპლომატიური მისია დასავლეთ ევროპაში.

1702 — პეტრე პირველმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსული ბეჭდვითი გაზეთის „ვედომოსტის“ გამოცემის შესახებ.

1772 — პეტერბურგში პირველი კომერციული სასწავლებელი დაარსდა.

1857 — მიწისძვრა კალაბრიაში (იტალია), რომლის დროსაც 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

1957 — საბჭოთა ექსპედიციამ პირველად მიაღწია დედამიწის გეომაგნიტურ პოლუსს.

1958 — ნატოს ქვეყნებმა უარყვეს საბჭოთა კავშირის მოთხოვნა ბერლინიდან ყველა ჯარის გაყვანისა და მისი „თავისუფალ ქალაქად“ გამოცხადების შესახებ.

ღირსსახსოვარი დღეები:

ნეპალი _ კონსტიტუციის დღე

ბაჰრეინი _ ეროვნული დღე.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა _ შერიგების დღე.

ბანგლადეში _ გამარჯვების დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი