უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 დეკემბერი, 2021 19:03
font-size

2021 წელს რეალური მშპ-ს 10%-იან ზრდას მოველით - კობა გვენეტაძე

2021 წელს რეალური მშპ-ს 10%-იან ზრდას მოველით - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი შიდა მოთხოვნა იქნება.

„ერთი მხრივ, მაღალ შიდა მოთხოვნას ფისკალური სტიმული და საკრედიტო აქტივობა განაპირობებს, ხოლო, მეორე მხრივ, ის პანდემიის გამო ეკონომიკის ჩაკეტვისას დაგროვებული და გადავადებული მოხმარების ასახვაცაა. მომავალ წელს ტურიზმის ნაწილობრივ აღდგენასთან ერთად, რეალური მშპ 5%-ით გაიზრდება. აქვე აღსანიშნავია, რომ შედარებით მძლავრი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ეკონომიკის პოტენციური დონიდან ჩამორჩენა პრაქტიკულად აღმოიფხვრა და, წინა პერიოდებისგან განსხვავებით, როდესაც შიდა აქტივობა ჯერ კიდევ სუსტი იყო, მზარდი შიდა მოთხოვნა ფასების ზრდას ვეღარ გაანეიტრალებს.

დამატებითი ინფლაციური ზეწოლის აღმოსაფხვრელად მონეტარულ პოლიტიკას გამკაცრებულ დონეზე ვინარჩუნებთ. ამასთან, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შეიძლება, მონეტარული პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო. დღევანდელი გადმოსახედიდან, მიმდინარე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა და ფასებზე მოქმედი დროებითი შოკების მილევის კვალდაკვალ, მომავალ წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და პოლიტიკის განაკვეთს ეტაპობრივად მხოლოდ ინფლაციის მნიშვნელოვანი კლების შემდეგ შევამცირებთ“, - განაცხადა გვენეტაძემ.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი