უკან

პოლიტიკა

7 ივლისი, 2017 17:55
font-size

კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართეებაში საპირისპირო მიდგომები გვაქვს-ზურაბ აბაშიძე

პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა დასრულდა.

როგორც მედიას შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში რუსეთს და საქართველოს რადიკალურად საპირისპირო მიდგომები აქვთ.

„მე მივეცი ჩვენი შეფასება იმ ფაქტებს, რაც ამ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზზე ხდება. მისი რეაქცია იყო, რომ „ეს საკითხი ჟენევაში უნდა განვიხილოთ, აქ ამის ადგილი არ არის“. კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული, საწინააღმდეგო, რადიკალურად საპირისპირო მიდგომები ამ ვითარებასთან დაკავშირებით. მე ვთქვი, რომ ფონი, რომელიც იქმნება ჩვენი შეხვედრისათვის, არის ძალიან უარყოფითი“,-აღნიშნა აბაშიძემ.

რაც შეეხება კითხვას, უნდა არსებობდეს თუ არა აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფორმატი, დიპლომატმა განმარტა, რომ დასავლელი პარტნიორების შეფასებით რუსეთთან კომუნიკაცია უნდა არსბეობდეს.

„ეს არის ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფორმატი. შეიძლება იყოს აბაშიძე, შეიძლება იყოს დოლიძე, იქიდანაც შეიძლება იყოს კარასინი, ან ივანოვი, ან კიდევ ვინმე სხვა. მაგრამ, კომუნიკაცია აუცილებელია. ამას ჩვენ ყოველთვის ვამოწმებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, თუ რას ფიქრობენ ისინი ჩვენს პოლიტიკაზე, ჩვენს მცდელობაზე, ჟენევის ფორმატზე, პრაღის ფორმატზე. მათი აზრი, მათი დამოკიდებულება არის ცალსახა - გააგრძელეთ ეს, სწორად აკეთებთ“,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მონიკა დავლიანიძე

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი