უკან
არქივი
პოლიტიკა
3 მარტი, 2018 17:40
კიევში რადასთან გაშლილ კარვების ქალაქში სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის ტახტს მიაგნეს
კიევის უმარლეს რადასთან მოწყობილ კარვების ქალაქში სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის ტახტს მიაგნეს, რომელიც HBO-ის პოპულარული სერიალის „სამეფო კარის თამაშებში“ გამოყენებული ტახტის ანალოგიურია.
ამის შესახებ უკრაინის შსს-ის კოლეგიის წევრმა და უმაღლესი რადას დეპუტატმა ანტონ გერაშჩენკომ დაწერა.
„მიხეილ სააკაშვილის ტახტი გაკეთებულია ტელესერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ გამოყენებული ტახტის მიბაძვით და განთავსებულია ერთ-ერთ კარავში უმაღლეს რადასთან“, - დაწერა გერაშჩენკომ საკუთარ ფეისბუკზე და ფოტოც დაურთო.
დღეს კარვების ქალაქში სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა, რომლის შედეგად 50 ადამიანი დააკავეს.