მსოფლიო
ყირგიზეთში თვიმფრინავის ჩამოვარდნას 37 ადამიანი ემსხვერპლა
ყირგიზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ბიშკეკის მახლობლად სატვირთო თვითფრინავის Boeing 747-ის ჩამოვარდნის შედეგად 37 ადამიანია დაღუპული. ინფორმაციის თანახმად, ასევე დაზიანდა ან სრულიად განადგურდა 32 სახლი.
ბიბისის ცნობით, გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.
დაღუპულთა შორისაა ეკიპაჟის 3 წევრი. ეკიპაჟის მეოთხე წევრი კი, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სატრანსპორტო თვითმფრინავი Boeing 747, რომელიც ეკუთვნოდა ავიაკომპანია MyCargo/ACT Airlines-ს და დაზღვეულია Turkish Airlines-ის მიერ, კატასტროფა განიცადა აეროპორტ მანასზე დაჯდომისას. დაცემის ადგილზე ხანძარი გაჩნდა.
“თვითმფრინავი ცდილობდა დაჯდომას დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, ეს ვერ მოახერხა და, სავარაუდოდ, მეორე წრეზე წასვლას აპირებდა. დაცემის მომენტში აეროპორტის რაიონში შეინიშნებოდა ცუდი მეტეოროლოგიური პირობები“,- განუცხადა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელმა მუხამედ სვაროვმა РИА Новости-ს.
ინტერფაქსის ინფორმაციით, თვითმფრინავი ჰონკონგიდან სტამბულში მიფრინავდა ბიშკეკის გავლით.
მანასის აეროპორტი დაკეტილია სამაშველო ოპერაციის დასრულებამდე.
ანა მებურიშვილი