პოლიტიკა
კობა დავითაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გაქუმებას ითხოვს
ყოფილმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა მარიხუანის მოხმარებაზე სანქციების გაუქმების გამო საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება მოითხოვა. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერ მიიღებდა.
ამაზე დავითაშვილმა „მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის” წევრებთან, სოსო მანჯავიძესთან, ირაკლი აბაშიძესთან და ზურაბ მახარაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
კობა დავითაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების ინიციატივა 2012 წელსაც ჰქონდა, რის შესახებაც ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა და განუცხადა, რომ ქვეყანას სასამართლო რეფორმა სჭირდება.
მან მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს გაწეული დახმარებისთვის და მოუწოდა, ერთად შეცვალონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
„ბატონო ბიძინა, ჩვენ ერთმანეთს 18 წელია ვიცნობთ და დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს. მე რომ 2012 წელს პოლიტიკაში დავრჩი, ეს იმის დამსახურებაა, რომ თქვენ წლების მანძილზე ფინანსურად მეხმარებოდით მე და ჩემს ოჯახს. დღეს, როდესაც მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ, პირში სული თქვენი დახმარებით მიდგას, რადგან თქვენ შუამდგომლობა რომ არ გაგეწიათ, ენერგოკომპანიაში მრჩევლის თანამდებობაზე სამსახურს ვერ ვიშოვნიდი და 4 000 ლარი ხელფასი არ მექნებოდა და ვერ შევიძენდი მედიკამენტს, რომელიც მუდმივად უნდა მივიღო. ამისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდით, თუმცა ჩემი ქვეყნის ნარკოლიბერიზაციის, აზარტული თამაშების, პროსტიტუციისა და ლგბტ ლიბერალიზაციის ცენტრად ქცევას მე ვერ შევეგუები და ეს არც სამსახურად და ხელფასადაც არ მიღირს, არც ასეთი ოჯახი არ მინდა, არც ცოლი და არც შვილები. მე ამ საკითხზე ბოლომდე ვიბრძოლებ“,- განაცხადა დავითაშვილმა.
ყოფილი დეპუტატის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქცია რაიონულმა სასამართლოებმა უნდა შეასრულოს.
„ჩვენ უნდა გადავიდეთ ანგლო-ამერიკულ სამართლის სისტემაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქცია ყველა რაიონულმა მოსამართლემ უნდა შეითავსოს, როგორც ეს არის აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ავსტრალიაში. მეტიც, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს და ეს აღნიშნულ ქვეყნებში კონსტიტუციურ წესრიგს ხელს არ უშლის. ირანში არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, თუმცა დიდ ბრიტანეთში არა და დიდი ბრიტანეთის სასამართლო ადამიანის უფლებების უფრო მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს, ვიდრე ირანის მოქმედი საკონსტიტუციო სასამართლო - ეს იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვინც ინგლისში მღვდელმსახურებას ეწევიან და იქიდან გვიქადაგებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება თალიბანი და სიბნელე ყოფილა”,- განაცხადა კობა დავითაშვილმა.
დავითაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლში შესატანი ცვლილებებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნებზე. კერძოდ, ეს გულისხმობს ისეთ ცვლილებებს, მათ შორის, როგორიცაა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, გასაღება და დამზადება.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები გაუქმდა.
ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებით იღებენ აბსურდულ გადაწყვეტილებებს, აკეთებენ აბსურდულ განცხადებებს - ირაკლი კობახიძე
12 დეკემბერი, 2025 , 16:08
„ქართული ოცნება“ არცერთ ეტაპზე არ მალავს, რომ მათი საბოლოო მიზანი არის საქართველოს მოქცევა რუსული გავლენის სფეროში - თაზო დათუნაშვილი
12 დეკემბერი, 2025 , 15:51
ტენდენციები ევროკავშირში არის მძიმე, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში - ირაკლი კობახიძე
12 დეკემბერი, 2025 , 15:45
თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტის ყოფნა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვისაუბროთ მშვიდობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობაზე - შალვა პაპუაშვილი
12 დეკემბერი, 2025 , 13:09
საქართველო აქტიური ხელშემწყობია რეგიონული თანამშრომლობის, რომელიც აშენებს ფიზიკურ და დიპლომატიურ ხიდებს, შუა დერეფანი ამ ხედვის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს - ირაკლი კობახიძე
12 დეკემბერი, 2025 , 13:02
სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება - გიგა ფარულავა
12 დეკემბერი, 2025 , 12:53


