უკან
არქივი
პოლიტიკა
4 დეკემბერი, 2017 11:10
კობა გვენეტაძეს პარლამენტში დღეს მოუსმენენ
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტში დღეს მოუსმენენ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა 12:00 საათზე გაიმართება.
სხდომაზე გვენეტაძე ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ 2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს წარადგენს, რომელიც პარლამენტმა დადგენილებით უნდა დაამტკიცოს.
არსებული ინფორმაციით, განხილვის ერთ-ერთი თემა ლარის კურსთან დაკავშირებული საკითხი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი