უკან

საზოგადოება

26 იანვარი, 2024 12:23
font-size

თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე სესხების მიბმას მომხმარებელზე გავლენა არ ექნება და სესხს არ გაუძვირებს - გიორგი ლალიაშვილი

საბანკო სესხების თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე (TIBR ინდექსზე) მიბმის საკითხი არ არის სიახლე, შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2022 წელს იქნა მიღებული და 2023 წლის განმავლობაში ეს პროცესი ეტაპობრივად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, თანმიმდევრულად მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ლალიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს ბანკებმა TIBR-ის ინდექსზე მიბმული საკმაოდ დიდი რაოდენობით სესხები გასცეს.

„დაახლოებით მილიარდ ლარზე მეტია უკვე ასეთი პორტფელი. პარალელურად, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხებიც გაიცემოდა“, – განაცხადა მან.

გიორგი ლალიაშვილის განმარტებით, TIBR ინდექსი უკეთესად ასახავს საბაზრო პირობებს და ამ ინდექსზე სესხების მიბმას არ ექნება გავლენა მსესხებელზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ TIBR ინდექსზე გადასვლის პროცესს არ ექნება გავლენა მსესხებლებზე. მათ არ გაუძვირდებათ სესხები და არც რაიმე სახით გაუუარესდებათ პირობები. პირიქით, TIBR არის უკეთესი ინდექსი, რომელიც უკეთესად ასახავს საბაზრო პირობებს და მისი გამოყენება სხვადასხვა ტიპის ფინანსურ პროდუქტებში ყველანაირად გამართლებულია“, – აღნიშნა სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა.

გიორგი ლალიაშვილის განცხადებით, მსესხებლებმა, ვისაც ჰქონია შეხება ევროს ან დოლარის სესხებთან, იციან, რომ ასეთი ტიპის სესხები მიბმული იყო LIBOR-ის განაკვეთზე, რომელიც არის კიდეც საბაზრო განაკვეთი და დოლარის ან ევროს სესხები არ ყოფილა მიბმული ევროპის ან ამერიკის ცენტრალური ბანკის რეფინანსირების ან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთებზე.

მისივე თქმით, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს LIBOR-ის ჩანაცვლების პროცესი უფრო საიმედო, თანამედროვე და გამჭვირვალე ინდექსებით.

„სწორედ ეს პროცესი წარიმართა საქართველოშიც, სადაც ჩვენ, მსოფლიო მოწინავე გამოცდილების გათვალისწინებით, შემოვიღეთ TIBR ინდექსი, რომელიც არის უფრო გამჭვირვალე, საიმედო ინდექსი. იგი უკეთესად ასახავს ბაზარზე არსებულ სიტუაციას და მისი გამოყენება სხვადასხვა ფინანსურ პროდუქტში, მათ შორის საბანკო სესხებში არის უკეთესი პრაქტიკა“, – აღნიშნა გიორგი ლალიაშვილმა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი