უკან

საზოგადოება

8 სექტემბერი, 2017 14:35
font-size

კომუნიკაციების ეროვნული კომისია შსპ „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ სს „თიბისი ბანკის“ საჩივარს იხილავს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ სს „თიბისი ბანკის“ საჩივარი წარმოებაში მიიღო.

სს „თიბისი ბანკი“ სადავოდ ხდის შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ფიზიკურ პირზე შემდეგ ინტერნეტ დომენების გაცემის ფაქტს: mytbc.ge, mytbcbank.ge, itbc.ge, itbcbank.ge.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, სს “თიბისი ბანკი” საჩივარში მიუთითებს, რომ ბანკს დაუკავშირდა მოქალაქე და ზემოაღნიშნული ინტერნეტ დომენების მიყიდვა შესთავაზა. საჩივრის ავტორის განცხადებით, სს „თიბისი ბანკი“ საქპატენტში დარეგისტირებულ განსაკუთრებულ უფლებას ფლობს შემდეგ სასაქონლე ნიშნების სიტყვიერ ნაწილებზე: TBC BANK და TBC, შესაბამისად, ბანკს აქვს სრული უფლება აუკრძალოს ნებისმიერ მესამე პირს ამ სიტყვათა იდენტური ან/და მსგავსი სიტყვების გამოყენება. საჩივარში ასევე, აღნიშნულია, რომ „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არავის აქვს უფლება გამოიყენოს ტერმინი „ბანკი“ ან სხვა სიტყვათაწყობა ამ ტერმინის გამოყენებით ამ კანონის შესაბამისად გაცემული ლიცენზიის გარეშე, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

სს „თიბისი ბანკი“ ითხოვს კომისიამ დაავალოს შპს „კავკასუს ონლაინს“ შემდეგი ინტერნეტ დომენების - mytbc.ge, mytbcbank.ge, itbc.ge, itbcbank.ge რეგისტრაციის გააუქმება, ხოლო აღნიშნული დომენების მფლობელი მოქალაქე ცნოს საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევად.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც პროცესში ჩართული ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება გამოქვეყნდება და მხარეებს საკუთარი არგუმენტაციის წარმოდგენის საშუალება ექნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2017 წლის 28 სექტემბერს 15:00 საათზე გაიმართება.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი