უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 აგვისტო, 2017 14:24
font-size

კონკურსი „თბილისი“ ერთგვარი სტიმულია მეტი ნაწარმოებები შეიქმნას ქართულ სახელოვნებო სივრცეში - ირაკლი შამათავა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კონკურსი ,,თბილისი“ ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა.

კონკურსის დეტალებთან დაკავშირებით ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი“ საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, ირაკლი შამათავა დეტალურად საუბრობს.

ირაკლი შამათავას განცხადებით, საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“ უპრეცედენტო შესაძლებლობას აძლევს მწერლებს, მომღერლებს, მოქანდაკეებს, მხატვრებს, ფოტოგრაფებს, არქიტექტორებს სახელოვნებო ფორმატში ერთმანეთს გაეჯიბრონ.

,,კონკურენცია უფრო სასიამოვნოა, რადგან მასში, როგორც დებიუტანტები, ისე ღვაწლმოსილი ხელოვანები ერთვებიან. სასიხარულოა, როდესაც ამ მარათონში ასობით მწერალი, მოქანდაკე, არქიტექტორი, მხატვარი, მუსიკოსი თუ ფოტოგრაფია. 2017 წელს ნაწარმოებების მიღება დაწყებულია და მიღება 8 სექტემბერს შეწყდება. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია თბილისის საკრებულოს ვებგვერდზე.

ვუსურვებ კონკურსანტებს წარმატებასა და გამარჯვებას.

ქართულ სახელოვნებო-სალიტერატურო სივრცეში თანამედროვეთა აზრი მნიშვნელოვანია, რადგან ხელოვანები ეხებიან სოციალურ-ეკონომიკურ თემებს და კულტურულ ასპექტში საუბრობენ „ალტერნატიულ საქართველოს რეალობაზე“, ლეიკემიით დაავადებულ ოჯახებზე, ემიგრანტობის სევდაზე, უსამშობლობაზე, აფხაზეთში მომხდარ ტრაგედიაზე, „ზღაპრებზე ფანჯრიდან დანახულ ხეებზე“, ქართულ რეალობას - „დღევანდელობის ჰორიზონტიდან“, სოციალური ყოფიდან გამომდინარე დაკარგულ „მამის სახლზე“, რომელშიც პოეტი მისდაუნებურად აღმოაჩენს, რომ საზარელი რეალობის/დანაკარგის შემხედვარე მამა სიზმარშიც კვდება; არაჩვეულებრივად წერენ სკოლის მოსწავლეები ესეისტურ ნაშრომებს, ხან „თბილისზე“, ხან „ვეფხისტყაოსანზე“, პოემის თარგმანის მნიშვნელობაზე და ა.შ. (2017 წლის ესეს საკონკურსო თემატიკად განისაზღვრა „ილიას საქართველო“ ან/და ნებისმიერი თემა ნიკოლოზ ბარათიშვილის შემოქმედებიდან). ესეს თემატიკა ყოველწლიურად ცვალებადია.

კონკურსი „თბილისი“ ერთგვარი სტიმულია მეტი ნაწარმოებები შეიქმნას ქართულ სახელოვნებო სივრცეში. მოტივაციას ამაღლებს ასევე ფულადი პრემია, რომელიც შეადგენს 1500 ლარს და კონკურსის პრიზი (სიმბოლო, XII საუკუნის არტეფაქტის - ხოხბის - გამოსახულების სტილიზებული ვარიანტი), რომელიც სპეციალურად ამ კონკურსისთვის გია ჯაფარიძემ შექმნა“, - აცხადებს შამათავა.

მისივე თქმით, კონკურსი 2015-2016 წლებში ორგზის ჩატარდა და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. როგორც შამათავა ამბობს, კონკურსის მიმართ ხელოვანთა სიმპათია და დაინტერესება ყოველწლიურად მზარდია, რაც მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ ის მოსწონს სახელოვნებო სფეროს.

,,ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“ მართლაც მრავალდარგოვანი კონკურსია და მას ანალოგი არ ჰყავს. ეს არაა მხოლოდ ლიტერატურული კონკურსი, არამედ აერთიანებს სიმღერის, ფოტოგრაფიის, არქიტექტურის, ქანდაკების, ფერწერის ნომინაციებს.

კონკურსის მიზანია ძველი და ახალი თაობის წარმომადგენელთა გაერთიანება ერთ სახელოვნებო ფორმატში. მისი გზა ევოლუციას განიცდის, ის მუდმივად ვითარდება და იხვეწება, შესაბამისად მისი ყოველწლიურობიდან გამომდინარე, შესაძლოა მომავალ წელს სხვა ნომინაციებიც დაემატოს.
კონკურსი „თბილისი“ შარშან გასცდა ქვეყნის მასშტაბებს და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ 2016 წლის ფერწერის ნომინაციის გამარჯვებული, ესპანეთში მცხოვრები ქართველი მხატვარი გახდა. ჩვენ ვთანამშრომლობთ დიასპორებთან და, სწორედ მათი აქტივობის საფუძველზე ვახდენთ ინფორმაციის გავრცელებას საზღვარგარეთ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმებული, რაც ითვალისწინებს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელთა და მოზარდთა ჩართვას კონკურსში. სამინისტროები მემორანდუმის ფარგლებში, კონკურსის პოპულარიზაციის მხრივ დიდ დახმარებას გვიწევენ“, - აცხადებს შამათავა.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი