უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 დეკემბერი, 2017 13:55
font-size

კონსტანტინე ზალდასტანიშვილის ხსოვნას მისმა კოლეგებმა და ახლობლებმა პატივი მიაგეს

დღეს გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოასვენეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აეროპორტში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს დახვდნენ და ქართველი დიპლომატის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს მთავრობის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, დიპლომატის კოლეგებმა და ახლობლებმა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელჩის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად იმყოფებოდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და უწყების თანამშრომლები.

კონსტანტინე ზალდასტანიშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდგომ 2017 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა. 2013 წლიდან დღემდე იგი გახლდათ საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში და მუდმივი წარმომადგენელი ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში. სხვადასხვა დროს კონსტანტინე ზალდასტანიშვილს ეკავა ბენელუქსის ქვეყნებში საქართველოს ელჩისა და ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიცია, საქმიანობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს მისიებში, 1995-1998 წწ-ში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გახლდათ საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის თანამდებობა. ღვაწლმოსილ ქართველ დიპლომატს 2017 წლის 31 დეკემბერს თბილისში დაკრძალავენ.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი