უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 თებერვალი, 2017 13:55
font-size

კონსტიტუციაში გამოკვეთილად არ წერია საცხოვრისის შესახებ - ბექა ნაცვლიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის, ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ წევრის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ფრაქცია საკონსტიტუციო ცვლილებზე მომუშავე კომისიას ორი ინიციატივით მიმართა.

როგორც ნაცვლიშვილმა პრესკონფერენციაზე განმარტა, პირველი ინიციატივა შეეხება კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებას, რომელიც ახალი გადასახადების შემოღებასა და გადასახადების გაზრდის შემთხვევაში, რეფერენდუმის აუცილებლობას გულისხმობს.

მეორე ინიციატივა, გულისხმობს ადამიანების სოციალური უფლებების განმკაფიოებას.

„გამკაფიოებას იმისა, თუ ამ უფლებების განხორციელებაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას. ანუ, მაგალითად, ყველას აქვს უფლება მიიღოს განათლება, მაგრამ ამ უფლების განხორციელებისთვის თანხა არ აქვს; ყველას აქვს უფლება მივიდეს სამედიცინო დაწესებულებაში და მოითხოვოს შესაბამისი სერვისები, მაგრამ ფული არ აქვს - ანუ, ამ შემთხვევაში, ამ უფლებების განხორციელებაზე ვინ არის პასუხისმგებელი“,-განმარტა დეპუტატმა.

გარდა ამისა, ნაცვლიშვილის თქმით, კონსტიტუციას უნდა დაემატოს ადამიანის ახალი უფლება - უფლება ღირსეულ საცხოვრისზე, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის და შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისთვის აუცილებელი ჩამატება.

„რომ გაჩნდეს პასუხისმგებელი ვინც იქნება ამ საკითხების ორგანიზებასა და მოწყობაზე. კონსტიტუციაში გამოკვეთილად არ წერია საცხოვრისის შესახებ. ეს საკითხი მარტო სოციალურ დაუცველებს არ ეხებათ. ეს უნდა მოხდეს საბინაო პოლიტიკის წარმოებით, საბინაო ფონდის შექმნით. რა თქმა უნდა ეს ერთბაშად არ მოხდება, მაგრამ კონსტიტუციაში, როდესაც ჩაიწერება და აღიარებული იქნება ეს როგორც ერთ-ერთი უზენაესი ღირებულება, შესაბამისად, დადგება ნებისმიერი მთავრობა იმ პასუხისმგებლობის წინაშე, რომ გაატაროს ამ ტიპის პოლიტიკა. მაგალითად, მე როგორც მაჟორიტარს ისანში ვიცი უამრავი შემთხვევა, რომ ეს საკითხი მწვავედ დგას. ადამიანებმა ბინა დატვირთეს იპოტეკით, შემდეგ დაკარგეს ეს ბინა და დარჩნენ საცხოვრისის გარეშე. ადამიანები ხდებოდნენ იძულებული ცარიელ შენობებში შეჭრილიყვნენ. ეს ტენდენცია, რომ არ გაღრმავდეს, საჭიროა რომ სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა და საბინაო პოლიტიკის წარმოებით შეამსუბუქოს შექმნილი ვითარება“,-აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ამ ინიციატივას საკონსტიტუციო კომისიაშიც ყავს მომხრეები.

მონიკა დავლიანიძე

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი