უკან
უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
პოლიტიკა
24 ივნისი, 2017 12:05
კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს
კონსტიტუციის გადასინჯვის წესის მიხედვით, პარლამენტი კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვას 3 თვის შემდეგ მიუბრუნდება.
საკანონმდებლო ორგანო კონსტიტუციის ახალ რედაქციას საბოლოოდ, მესამე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს და პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნის.
კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტი პარლამენტმა პირველი და მეორე მოსმენებით უკვე მიიღო.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია საპარლამენტო ოპოზიციას. ბოიკოტი გამოაცხადეს - "ნაციონალურმა მოძრაობამ", "პატრიოტთა ალიანსმა", "ევროპულმა საქართველომ" და არასამთავრობო სექტორმა.
ნინო ექვთიმიშვილი