უკან

საზოგადოება

27 ნოემბერი, 2017 15:45
font-size

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ულოცავს გიორგი გიუნაშვილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ციხიდან გათავისუფლებას

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ულოცავს გიორგი გიუნაშვილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ციხიდან გათავისუფლებას და ოჯახთან დაბრუნებას.

გიორგი გიუნაშვილის ოჯახის წევრებთან შეთანხმებით, დაზარალებულის ინტერესებს იცავს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და მისი იურისტები არჩილ ჩოფიკაშვილი და დიმიტრი ხაჩიძე.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, 2008 წლის აგვისტომდე გიუნაშვილების ოჯახი სოფ. დისევში ცხოვრობდა, მათ საცხოვრებელი ადგილი ომის და ოკუპაციის შემდეგ იძულებით დატოვეს.

,,2016 წლის თებერვლის დასაწყისში გიუნაშვილებმა გაიგეს, რომ მათ სახლს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) სოფელ დისევში შლიდნენ უცნობი პირები და იპარავდნენ საშენ მასალებს. 08.06.2016წ როდესაც ძმები გადავიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ათვალიერებდნენ სახლს სწორედ მაშინ გამოჩნდნენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული სამხედროები. თავისუფლების უკანონო აღკვეთისგან თავის დასაღწევად ძმებმა გაქცევა სცადეს, თუმცა გიორგი გიუნაშვილის დააკავება მაინც მოახერხეს, ხოლო რეზო გიუნაშვილმა ტყვეობას თავი დააღწია. ძმის გატაცების შესახებ რევაზ გიუნაშვილმა პოლიციას აცნობა.

17 ივნისამდე გიორგი გიუნაშვილის ადგილსამყოფელი უცნობი იყო, ერთ-ერთი პირისაგან ოჯახისათვის ცნობილი გახდა, რომ გიორგი გიუნაშვილი იმყოფებოდა ცხინვალის ციხეში და მისგან ითხოვდნენ სხვადასხვა დანაშაულის აღიარებას.

2017 წლის 3 თებერვალს ოჯახისათვის ცნობილი გახდა, რომ გიორგი გიუნაშვილი გაასამართლა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის თვითგამოცხადებულმა სასამართლომ და მიუსაჯა 20 წლით პატიმრობა. განაჩენის მიხედვით, 03.02.2017წ. ,,სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ,, გიორგი გიუნაშვილს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ოჯახის წევრების განცხადებით აღნიშნული ბრალდებები არის გამოგონებული და არარეალური.

ადამიანის უფლებებზე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ოლქში პასუხს აგებს რუსეთის ფედერაცია და ახორციელებს ოკუპირებული ტერიტორიის სრულ, ეფექტურ და რეალურ კონტროლს.

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ მომხდარი დანაშუალის შესახებ (გიორგი გიუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთა) რუსეთის ფედერაციის მთავარ პროკურატურას აცნობა და მოითხოვა შემდეგი ინფორმაცია:

დაწყებულია თუ არა გამოძიება დაზარალებულ გიორგი გიუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, რა კვალიფიკაციით და ვინ იძიებს სს საქმეს?

მინიჭებული აქვს თუ არა გიორგი გიუნაშვილს დაზარალებულის სტატუსი შესაბამისი დადგენილებით?

რა საგამძიებო მოქმედებები ჩატარდა დღემდე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების და სისხლის სამართლებრივი დევნისთვის?

აქვს თუ არა გამოძიებას მოპოვებული ოკუპრებულ ცხინვალის რეგიონში თვითგამოცხადებული სასამართლოს განაჩენი ან, სხვა წერილობითი გადაწყვეტილება (საბრალდებო დასკვნა, პატიმრობის ბრძანება და ა.შ.) გიორგი გიუნაშვილის პატიმრობის თაობაზე. დადებით შემთხვევაში გთხოვთ გადმოგვცეთ მათი ასლი;

იგეგმება თუ არა თქვენს მიერ ღონისძიებები რის შედეგადაც მოხდება გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლება.

რუსეთის ფედერაციის სამხედრო პროკურატურიდან მიღებული პასუხის 15.05.2017. #2381 შესაბამისად, გიორგი გიუნაშვილი მართლაც დააკავეს რუსეთის ფედერაციის ფსბ-ს თანამშრომლებმა და სამხრეთ ოსეთის უზენაესი სასამართლოს 03.02.2017წ განაჩენით მას მიუსაჯეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მომხდარ დანაშაულზე გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოშიც.

ვინაიდან ქვეყნის შიგნით (რუსეთი და საქართველო) ვერავითარი ეფექტიან სამართლებრივი დახმარებას გიორგი გიუნაშვილი ვერ მიიღებდა ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ამზადებდა შესაბამის განაცხადს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოში.

ორგანიზაცია მზადაა მომავალშიც გააგრძელოს დაზარალებულ გიორგი გიუნაშვილის სამართლებრივი დახმარება და ასევე სხვა მოქალაქეების ინტერესების დაცვა მსგავსი ტიპის საქმეებზე“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი