უკან

პოლიტიკა

25 ოქტომბერი, 2017 11:55
font-size

კორკოტ, კვირიკაშვილ-ბოკერიასთანაც ჩემი საბრძოლველია და შენ არასდროს შემიწუხებიხარ - ირმა ინაშვილი

,,პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი ,,ქართული მარშის“ წარმომადგენლის, გია კორკოტაშვილის ფეისბუქ-პოსტს ასევე, სოცილაური ქსელით ეხმიანება:

,,კორკოტ, გუშინ ვკითხულობდი შენს პოსტს "პატრიოტებზე". მთელი დღე ვფიქრობდი, მომეწერა თუ არა პასუხი. ბოლოს გადავწყვიტე, მეც საჯაროდ მეთქვა შენთვის ჩემი სათქმელი. მთავრობის გადადგომას ითხოვენ და კახი კალაძეს ეუბნებიან,- აგერ ვართ, კახიო. სად და როდის ვუთხარი კახის, რომ "აგერ ვარ", ვერ ვიხსენებ... იმიტომ, რომ ასეთი რამ არ მითქვამს და არც შემითავაზებია. კვირიკაშვილის გადადგომას რომ ვითხოვ, კვირიკაშვილს ერთ მთავარ თემაზე ვუპირისპირდები- ხელს ვადებ, რომ ბოკერია-პარლამენტში და ბოკერიას 10%-ი ამ არჩევნებზე,- მისი პროექტია. ისიც მინდა გაგახსენო, რომ კვირიკაშვილს მე არ დავპირისპირებივარ. თვითონ დაგვიპირისპირდა, როცა პარლამენტში ბოკერიას წინაშე ამტკიცებდა,- "პატრიოტთა ალიანსთან" სტრატეგიული პარტნიორობა არ მექნებაო. შენთან ვითანამშრომლებო. კალაძეს რაც შეეხება, არჩევნების პროცესში სხვა კანდიდატებიც იყვნენ... მაგ. კახა კუკავა, რომელსაც ისევე არ შევხებივარ, როგორც კახი კალაძეს. რატომ უნდა ვიკამათო ხალხთან, რომლებთანაც საკამათო არ მაქვს? "აბიჟნიკი" ხომ არა ვარ, რომ ყველას ვეჩხუბო და ვეკამათო?! და ეს იმას რატომ ნიშნავს, რომ მე ან კუკავასთან ვიყავი შეკრული და ან კახი კალაძესთან?!

ზოგადად, ეს ჩემი გზაა, კორკოტ... კვირიკაშვილ-ბოკერიასთანაც ჩემი საბრძოლველია და შენ არასდროს შემიწუხებიხარ, პირდაპირ ან ირიბად ჩამერთე ამ ბრძოლაში. არც მოკავშირეობა მითხოვია შენთვის და არც თანამოაზრეობა. მაშასადამე, ვიტოვებ უფლებას,- ამ გზაზე ისე ვიარო, როგორც მე სწორად და სამართლიანად მიმაჩნია. მე არასდროს გამიკრიტიკებია არც შენი გზა, არც "ქართული მარშის" გეზი, არც თქვენი ლიდერები და არც თქვენი სტრატეგია. ქართული მიწის საკითხზე ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს ვლაპარაკობდით. "ოცნების" პერიოდში კირნათში, თურქეთისკენ გადაწეული საზღვარი უკან ჩვენ გადმოვაწევინეთ, სოფლის მოსახლეობასთან ერთად. დავით გარეჯის მიმდებარე საზღვარზეც ჩვენ ვიბრძოდით ჩვენი მიწის დასაცავად. თურქეთისთვის 6 ჰექტარი მიწის ჩუქების თემაც ჩვენ გავხეთქეთ, საკონსტიტუციო განხილვებისას არავისზე ნაკლებად არ ვიომე ქართული მიწის დასაცავად, მაგარამ ვიმეორებ: ეს ჩემი გზაა... როცა თქვენ დაიწყეთ მიწის თემაზე საუბარი, არ მწყენია. გამეხარდა. რაც მეტი დაიცავს ქართულ ინტერესს, მით უკეთესი... და მე და ჩვენ გუნდს არასდროს გაგვიკრიტიკებიხართ. არც მიკბენია თქვენთვის და არც მიღრენია. არც თქვენი გეზის რევიზია დამიწყია და არც თქვენი ლოზუნგების ექსპერტიზა. მეც იგივე პატივისცემას ვიმსახურებ თქვენგან. ასე მგონია... და თუ შენ სხვაგვარად ფიქრობ, რადგან საჯაროდ გამოთქვი შენი ეჭვი, ესეც საჯაროდ მითხარი. ახლა შიმშილობის თემაზე. თქვენები წერდნენ, რომ ჩვენ შეგიშალეთ ხელი. რაში შეგიშალეთ ხელი? თუ მზად იყავით 500 კაცს ეშიმშილა, დაგეწყოთ ეს აქცია. საერთო პროცესისთვის ეს ხომ მხოლოდ კარგი იქნებოდა, ამას რა მიხვედრა უნდა?! მონოპოლია ხომ არა მაქვს შიმშილობის აქციაზე, ვისაც შეუძლია, გააკეთოს, იმოქმედოს... სხვას რატომ უყურებს?! მოკლედ, ესაა. იმედია, გაგებით მოეკიდები ამ პოსტს. იმედი მაქვს, ისიც ზუსტად იცი, რომ მე შენი მტერი არა ვარ და არც იმისი საჭიროებაა, სოციალურ ქსელში ვარკვიოთ ურთიერთობები. ჩემო ძმაო, მე თქვენთან არც სადაო მაქვს რამე, არც გასარკვევი და არც გასაყოფი და მივხედოთ ყველამ ჩვენს საქმეს და ჩვენს ქვეყანას. მე ხომ თქვენ არ გაბრალებთ არჩევნების გაყალბებას? თქვენც ნუ დამისვამთ იმ კითხვებს, რაც დასასმელი არაა. ჩვენი გზა ჩვენი გზააა...თქვენი- თქვენი... და ღმერთმა სულ სიკეთით გატაროთ ამ გზაზე. მე ეს გამეხარდება“, - წერს ირმა ინაშვილი.

გია კორკოტაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე გუშინ პატრიოტთა ალიანსის შესახებ სტატუსი დაწერა:

,,ყველა ყველა და ამ პატრიოტებზე არაფერს რომ არ ვამბობ დებილები ხო არა ვგონივართ?

მთავრობა გადადექი და კახი აგერ ვართ ეგ როგორ უნდა გავიგო ან ხალხო რომ იგლიჯავთ ნაწლავებს ლოხები ხართ ეტყობა!!!!!“

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი