უკან
უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
არქივი
საზოგადოება
11 ივნისი, 2020 11:45
კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა - მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 41 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. საავადმყოფოს გუშინ დადასტურებული დიაგნოზით ერთი ახალი პაციენტიც დაემატა.
სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტი ასაკოვანი ქალბატონია, რომელსაც კორონავირუსთან ერთად თანმხლები ქრონიკული დაავადებებიც აქვს და მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
„ყველაზე მძიმე პაციენტი არის ახალი შემომატებული პაციენტი. მას აქვს ოთხი რისკის ფაქტორი – არის მაღალი ასაკის, ქრონიკული დაავადების მქონე, თირკმლის ქრონიკული დაავადებით, შაქრიანი დიაბეტი აქვს და აქვს ჰიპერტონული დაავადებაც. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, ჯერჯერობით კრიტიკული პაციენტი არ არის, ჟანგბადდამოკიდებულია,“ - განაცხადა ეზუგბაიამ.