უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 ივლისი, 2020 14:55
font-size

“კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატების მაჩვენებლები წლიდან წლამდე უარესდება” - არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები კორუფციასთან, განსაკუთრებით, მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის მიზნით.

აღნიშნული განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაციები იმ დოკუმენტს ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15%-ის შეჩერება შეიძლება მოხდეს იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ საქართველო დემოკრატიის, კორუფციისა და კერძო სექტორში კანონის უზენაესობის საკითხებთან დაკავშირებით ეფექტიან ნაბიჯებს დგამს.

როგორც ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში კორუფციასთან ბრძოლის მიზნით მნიშვნელოვანი რეფორმები არ განხორციელებულა და ამ მიმართულებით პროგრესი აღარ ფიქსირდება.

„5 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ასიგნებათა კომიტეტმა გამოაქვეყნა 2021 წლის კანონპროექტი, რომლის ინიცირება სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების ქვეკომიტეტმა განახორციელა. კანონპროექტში განსაზღვრულია სახელმწიფო დეპარტამენტის პრიორიტეტები 2021 ფისკალური წლისთვის. დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის განკუთვნილ ფინანსურ დახმარებაზეც $132,025,000-ის ოდენობით. თუმცა, აქვე მითითებულია დაფინანსების შეჩერების საკითხი, რომლის მიხედვით, გამოყოფილი დახმარების 15%-ის შეჩერება შესაძლებელია იქამდე, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს და მოახსენებს კონგრესს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტიან ნაბიჯებს დგამს შემდეგი სამი მიმართულებით:

ა) დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება;
ბ) ხელისუფლებაში არსებულ კორუფციასთან ბრძოლა;
გ) კერძო სექტორში კანონის უზენაესობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად უზრუნველყოფა.

გვსურს, გამოვეხმაუროთ აღნიშნულ ფაქტს და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები კორუფციასთან, განსაკუთრებით, მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის მიზნით.

როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში კორუფციასთან ბრძოლის მიზნით მნიშვნელოვანი რეფორმები არ განხორციელებულა და ამ მიმართულებით პროგრესი აღარ ფიქსირდება. უფრო მეტიც, კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატების მაჩვენებლები წლიდან წლამდე უარესდება.

Trace International-ის მიერ გამოქვეყნებული ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის მიხედვით 2019 წელს საქართველოში ბიზნესის კორუფციის რისკმა 3 ქულით მოიმატა და შეფასებული ოთხი მიმართულებიდან ყველაზე მაღალი საფრთხის შემცველად კორუფციული რისკების აღკვეთის მიმართულება განისაზღვრა. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის 2019 წლის ანალიზის მიხედვით, წვრილმანი კორუფციის ბრძოლის მიმართულებით წარმატების მიუხედავად საქართველოში ოფიციალურ პირებთან დაკავშირებული მაღალი დონის კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება. საქართველოში მაღალი დონის კორუფციის არსებობაზე მიუთითებდა ევროკავშირის პარლამენტის რეზოლუცია 2018 წელს [1] და აღნიშნულის შესახებ, უკვე დიდი ხანია, საუბრობს სამოქალაქო საზოგადოებაც.[2] Transparency International (TI)-ის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით 2019 წელს საქართველო 180 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზე იყო 56 ქულით, რაც გაუარესებული მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით, როცა საქართველო 180 ქვეყანას შორის 58 ქულით 41-ე ადგილს იკავებდა. კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, რეგიონის ქვეყნებში პრობლემას წარმოადგენს ძალაუფლების არასათანადო გამიჯვნა, სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა საარჩევნო მიზნებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების კერძო პირის ხელში თავმოყრა.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2018 წელს შესთავაზეს, ღია მმართველობა საქართველოს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში გაეთვალისწინებინათ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა. აღნიშნული ვალდებულების განსაზღვრა შესთავაზეს ხელისუფლებას სამოქალაქო ორგანიზაციებმა 2019 წელსაც, ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კომპლექსური და მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საჭიროება დადასტურებულია როგორც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მიერ, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ არ აღიარებს აღნიშნულ გამოწვევას და არც ღია მმართველობა საქართველოს და არც ეროვნულ ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმებში არ გვხვდება კონკრეტული ვალდებულება მაღალი დონის კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მყარად ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს სტრატეგიული პარტნიორების და სამოქალაქო ორგანიზაციების რეკომენდაციები, განახორციელოს სიღრმისეული ანალიზი ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით და აიღოს ისეთი მნიშვნელოვანი ვალდებულება, როგორიცაა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, რომლის მთავარი ფუნქცია სწორედ მაღალი დონის კორუფციის პრევენცია და გამოძიება იქნება.

ხელმომწერი ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), მწვანე ალტერნატივა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი