უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

31 ივლისი, 2017 18:45
font-size

ყოველთვის ყველაზე სახიფათო სახელისუფლებო კანდიდატის პოპულიზმია - გიგი უგულავა კახა კალაძის ინიციატივაზე „ხრუშოვკებზე“

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ინიციატივა გააკრიტიკა, რომლის თანახმად „ხრუშოვკის“ ტიპის სახლები ახალი კორპუსებით ჩანაცვლდება.

უგულავამ კალაძე პოპულიზმში დაადანაშაულა და ავარიულ შენობებზე ყურადღების გადატანა ურჩია.

„იმავე „ოცნების“ პორტირებული ფალავანი ირაკლი შიხიაშვილიც ამბობდა რამდენიმე წლის წინ. მან „არაბებთან“ მემორანდუმიც კი გააფორმა. ისმის შეკითხვა, რა განსხვავებაა კალასა და შიხას შორის? - პასუხი არანაირი.

1. არა ყველა „ხრუშოვკაა“ ავარიული. შესაბამისად ყველას ერთ ქვაბში ჩაყრა ძალიან სახიფათო პოპულიზმია. მაგალითად, ვაჟა- ფშაველას ან დიღმის "ხრუშოვკებში" - ეს მოსახლეობის ნერვიულობას გამოიწვევს. ხოლო, მოსკოვის გამზირზე მორიგ იმედგაცრუებას. მერობის კანდიდატებმა არა „ხრუშოვკებზე“, არამედ ავარიულ შენობებზე უნდა ისაუბრონ. ( შესაბამისი სია მერიაში არსებობს). ძეგლი სხვაა, ხრუშოვკა სხვაა და 80-იანებში აშენებული 16-სართულიანი ვარკეთილის ავარიული კორპუსები კიდევ სხვა.

2) აუცილებელია „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ მსგავსი პარტნიორობის მოდელი, რომელიც არა ტერიტორიულ ერთეულ „ძველ თბილისზე“, არამედ მიზნობრივად ავარიულ შენობებზე იქნება ფოკუსირებული (შენობების სტატუსის გათვალისწინებით დიფერენცირებული).


3) ეს ყველაფერი შესაძლებელია მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, რაც „ოცნების“ მთავრობამ ვერ უზრუნველყო. ანტისამშენებლო ისტერია, რომლსაც „ოცნებაც“ აღვივებს - მშენებლობებმა დაგვანგრიეს- ამ პროექტს მხოლოდ ძირს უთხრის.

დაბოლოს, ყოველთვის ყველაზე სახიფათო სახელისუფლებო კანდიდატის პოპულიზმია“, - დაწერა უგულავამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, გუშინ კახა კალაძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ე.წ. „ხრუშოვკების“ პრობლემაზე ისაუბრა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის განცხადებით, მას აქვს მომზადებული პროექტი, რომელიც გულისხმობს თბილისის გათავისუფლებას „ამ საბჭოთა იდეოლოგიის გადმონაშთებისგან“ და „ხრუშოვკების“ ჩანაცვლებას „თანამედროვე, მყარი, კომფორტული საცხოვრისით“. კალაძემ აღნიშნა, რომ „ხრუშოვკის“ მაცხოვრებლები ჩანაცვლების პროცესში უზრუნველყოფილნი იქნებიან ბინით ან შესაბამისი კომპენსაციით (ისინი თვითონ აარჩევენ).

ანა მებურიშვილი

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი